როგორ მოვამზადე ჩემი გოგონა დევნისთვის – ირანელი დედის მოგონება

0 377

ერთია, როდესაც რწმენის გამო გაპატიმრებენ, მაგრამ რა მოხდება თუ შვილს დაგაშორებენ ?!.. ეს ისტორია ირანელ დედაზეა, რომელიც ამზადებდა თავის ქალიშვილს იმ დღისთვის, როდესაც დევნა მათ კარსაც მიადგებოდა.

” ვიცოდი, რომ ეს დღე მოვიდოდა… რომ ერთ დღესაც კარზე ზარს დარეკავდნენ და მე და ჩემს მეუღლეს დაგვაპატიმრებდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ერთ უბრალო დიასახლისად მიცნობდნენ, მე ჩართული ვიყავი სრული დროის მსახურებაში, რაც ციხეში ჩემს მოსახვედრად საკმარისი გახლდათ. ჩვენ ადრეული ასაკიდან ვამზადებდით ჩვენს გოგონას, ლილის იმ დროისთვის, როდესაც ის მარტო დარჩებოდა იმ დღეს, როდესაც დევნა ჩვენი სახლის ზღურბლს მოადგებოდა. მე მას ვეუბნებოდი, რომ დევნა – ეს ჩვეულებრივი რამაა ქრისტიანისთვის… და ერთხელაც დადგა დღე, როცა ეს მოხდა.

ადრეული ზამთრის დილა იდგა, ლილი უკვე 12 წლის იყო და დილით სკოლაში გავაცილე, როცა კარზე დარეკეს. ფორმიანებმა ყირაზე დააყენეს ჩვენი ბინა, არ ვიცი რას ეძებდნენ, გვითხრეს, რომ მე და ჩემი მეუღლე მათთან ერთად უნდა წავსულიყავით. მიუხედავად იმისა, რომ ვიცოდი ციხე გველოდა, მშვიდად ვიყავი, რადგან იმედი მქონდა ლილი მიაკითხავდა ჩემ დას და ილოცებდა მასთან ერთად და რაც მეტად შეეშინდებოდა, მით მეტს ილოცებდა…

ციხეში მე და ჩემი მეუღლე ერთმანეთს დაგვაშორეს, ლილისთან 4 – ჯერ დარეკვის უფლება მქონდა კვირის განმავლობაში, რაც მამშვიდებდა. ყოველდღე მკითხავდნენ და მე მათ ყველაფერი ვუთხარი რაც აინტერესებდათ ჩემს შესახებ, მაგრამ ისინი კონკრეტულ სახელებს ითხოვდნენ, რაზეც უარს იღებდნენ . მალე მათ მიაგნეს ჩემს სუსტ წერტილს – ლილის და მასთან დარეკვის უფლება ჩამომართვეს.

განადგურებული ვიყავი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. ვიცოდი, რომ სწორად მოვიქეცი, მაგრამ ვერც იმას ვხვდებოდი როგორ უნდა მეცხოვრა, როცა არაფერი ვიცოდი ლილის შესახებ, მაწუხებდა ეჭვი – შეძლებდა კი იგი მტკიცედ დგომას ჩემი გამხნევების გარეშე?.. მე ვლოცულობდი, ვღვრიდი ჩემს ტკივილს უფლის წინ და უეცრად მე ვიგრძენი თბილი სიო და გავიგონე სიტყვები : ” გადმომეცი იგი მე.” მე გადავეცი ჩემი ქალიშვილი უფლის ხელებს და ვიგრძენი როგორ აივსო ჩემი სული სიხარულით. მე მთელი ღამე ვადიდებდი ღმერთს ჩემს საკანში და სიხარულით ვცეკავდი მის წინაშე.

გარკვეული დროის შემდეგ მე და ჩემი მეუღლე გაგვათავისუფლეს. ალბათ, არასდროს ვყოფილვარ ისეთი ბედნიერი, როგორც მაშინ, როცა ლილიმ მითხრა, რომ ბევრს ლოცულობდა ჩვენთვის და დიდ დროს ატარებდა უფალთან. როდესაც უკან ვიხედები, ვხვდები, რომ არაფერი ისე არ დაეხმარებოდა ლილის სულიერ ზრდაში, როგორც ის გამოცდილება, რაც ჩვენი ციხეში ყოფნისას მიიღო… მე უბრალოდ გადავეცი ის უფლის ხელებში…”

წყარო

ჩატვირთვა...