როგორ აღმოჩნდა უამრავი ქრისტიანი “იატაკქვეშა ეკლესიებში” ჩინეთში

0 118

ჩინეთის კომუნისტურმა პარტიამ სცადა, გაენადგურებინა და წაეშალა ქრისტიანობის კვალი ჩინეთში, მაგრამ ის გადარჩა და დღეს, ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ჩინეთში უფრო მეტი ქრისტიანია, ვიდრე კომუნისტური პარტიის წევრი. 100 მილიონამდე ადამიანი იზეიმებს აღდგომას ამ კვირას მთელი ქვეყნის მასშტაბით.

პარტიას კვლავ სურს იმის გაკონტროლება, რისი განადგურებაც ვერ შეძლო. ათეისტი მთავრობა ეფექტურად აკონტროლებს ოფიციალურ ეკლესიებს, სადაც სასულიერო პირების დანიშვნა მისი თანხმობითა და სრული კონტროლის ქვეშ ხორციელდება.

“ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ პირველ რიგში, ჩვენ ამ ქვეყნის მოქალაქეები ვართ და ჩვენი ზეციური მოქალაქეობა შემდეგ მოდის.” – აცხადებს პეკინის სანქცირებული ეკლესიის ხუცესი. ჩემს კითხვაზე: “თუ ფიქრობთ, რომ იესო ცოცხალია დღეს, როგორ გგონიათ, მისთვის კომფორტული იქნებოდა კომუნისტური მთავრობა ჩინეთში?”, მან უყოყმანოდ მიპასუხა: “დიახ, რა თქმა უნდა, მე ასე ვფიქრობ.”

ეს კომენტარი ნათელი მაგალითია იმისა, თუ რას წარმოადგენს კომუნისტური პარტიის გეგმები რელიგიასთან დაკავშირებით. უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აცხადებენ, რომ ცდილობენ შეიმუშაონ საკუთარი, ქრისტიანობის უნიკალური ვერსია.

“ჩინური ქრისტიანული თეოლოგია” თავსებადი უნდა იყოს ჩინეთის პოლიტიკურ განვითარებასთან, რომელიც, როგორც ჩანს, იმას ნიშნავს, რომ ეკლესია ხელისუფლების სრული მორჩილების ქვეშ უნდა იყოს.

ამ ხედვის მიხედვით რწმენა მარტივია, თუ გსურს გახდე იესოს მიმდევარი, ჯერ კომუნიტებს უნდა მიესალმო და დაეთანხმო. რა თქმა უნდა, უმეტესობა არ არის თანახმა ამ წინადადებაზე.

“მიწისქვეშ…”

პატარა, ვიწრო ბინაში განთავსებულ საშინაო ეკლესიაში 10 ადამიანი სწავლობს ბიბლიას და მღერის საგალობლებს. ეს არის ერთ–ერთი მათგანი იმ ასეულობით “არაოფიციალური” ეკლესიიდან პეკინში, რომლებიც იძულებულნი არიან “იატაკქვეშ” იმოღვაწეონ. მისი წევრები მუდმივი რისკის ქვეშ არიან, რადგან ხშირია დამსწრეთა დაკავება ხელისუფლების მიერ. ჰუ იონგი ახლა ლოცვის მსახურებას უძღვება, მანამდე კი ის მსახურობდა პატიმრობაში.

“ოფიციალური ეკლესია, ფაქტობრივად, მხოლოდ პოლიტიკური ინსტიტუციაა,” – აცხადებს ის, – “შეუძლებელია მიატოვო იესო და დაიცვა პარტია…”

და როგორც ბევრი რამ ჩინეთში, რეპრესიების ციკლები და მშვიდობიანი პერიოდები, მოდიან და მიდიან… მაგრამ პარტიის ბოლოდროინდელი აქცენტი – მიღებული რელიგია (თავსებადი ქვეყნის სოციალიზმთან), ზოგიერთებს აფიქრებინებს, რომ დღეს მხოლოდ პატარა ოთახშია რელიგიური თავისუფლების შესაძლებლობა… ესაა გზა, შეასრულოს რელიგიამ თავისი მოვალეობა ქვეყანაში, როგორც კრიტიკულმა, დამოუკიდებელმა სინდისის ხმამ თანამედროვე ჩინეთში.

“მე ვირჩევ ქრისტიანობას კანონის ფარგლებში და არ დავუშვებ იმას, რასაც ხელისუფლება გმობს.” – ამბობს ხუცესი პეკინის სანქცირებული ეკლესიიდან….

რასაც კომუნისტურმა ხელისუფლებამ ძალადობით ვერ მიაღწია, თანამედროვე კომუნისტური პარტია “მშვიდობიანად”, კონტროლის გზით უკეთესად ახერხებს…..

წყარო

 

ჩატვირთვა...