არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?

0 60

Gay marriageშეკითხვა: „არიან თუ არა ქრისტიანები ჰომოფობები?“

პასუხი: განსაზღვრების მიხედვით „ჰომოფობია“ ნიშნავს ჰომოსექსუალისტთა შიშს, მაგრამ მისი მნიშვნელობა გაფართოვდა და ახლა ჰომოსექსუალისტთა მიმართ სიძულვილსაც აღნიშნავს. შესაბამისად, ჰომოფობია თავს იჩენს ამ გრძნობაზე დაფუძნებულ ქცევაში. ეს კი, თავის მხრივ, იწვევს ძალადობასა და მტრულ დამოკიდებულებას. სიმართლე ისაა, რომ ჰომოფობია არ შემოისაზღვრება მხოლოდ საზოგადოების რომელიმე სეგმენტით. ის შეიძლება აღმოვაჩინოთ საზოგადოების ყველა ფენაში. ასეთ ჯგუფებს არაერთხელ გამოუხატავთ სიძულვილი და განუხორციელებიათ აგრესიული შეტევა ჰომოსექსუალისტებზე, არაერთხელ გამოუყენებიათ ბილწი სიტყვები მათი დევნისა და დაშინების მიზნით.  

ძალიან ხშირად ქრისტიანებს ჰომოფობებს უწოდებენ მხოლოდ იმიტომ, რომ ისინი გმობენ ჰომოსექსუალიზმს და მას ცოდვას უწოდებენ, მაგრამ, ფაქტია, რომ ტერმინს „ჰომოფობია“ იყენებენ ჰომოსექსუალისტი აქტივისტები და მათი მხარდამჭერნი იმისათვის, რომ თავიდან აირიდონ სამართლიანი კრიტიკა ამ ამორალური და არაჯანსაღი პრაქტიკისა. ეჭვსგარეშეა, რომ არიან ადამიანები და ორგანიზაციები, რომელთაც ირაციონალური სიძულვილი გააჩნიათ ჰომოსექსუალისტებისადმი და, რომლებიც მზად არიან ძალადობისათვის იმ მიზნით, რომ შეავიწროვონ და ტკივილი მიაყენონ მათ. მიუხედავად ამისა, პრობლემა ისაა, რომ ჰომოსექსუალისტების უფლებათა დამცველი აქტივისტები ნებისმიერს, ვინც ჰომოსექსუალიზმს ეწინააღმდეგება, მსგავს სიძულვილს აბრალებენ. მაშასადამე, ქრისტიანები, რომლებიც მიიჩნევენ (და სწორადაც), რომ ჰომოსექსუალიზმი ბუნების საწინააღმდეგო ცოდვაა, გაიგივებულნი არიან მოძალადე მთვარეულებთან, რომელთაც უბრალოდ სიძულვილის გამო სძულთ ისინი.

ბიბლია მტკიცედ და გადაჭრით გმობს ჰომოსექსუალიზმს, მაგრამ არსად არ მიგვითითებს იმას, რომ ისინი უნდა გვძულდეს. ჩვენ, როგორც ქრისტიანებმა, ხმა უნდა ავიმაღლოთ იმ გარყვნილების წინააღმდეგ, რასაც ჰომოსექსუალიზმი ჰქვია. ბიბლია მკაფიოდ გმობს ასეთ ქმედებას და ასევე მკაფიოდ ამბობს, რომ ღვთის რისხვაა მიმართული ამგვარი ქმედების ჩამდენთაკენ. ჩვენ, როგორც ქრისტიანები, მოწოდებულნი ვართ, რომ გასაგებად ვუწოდოთ ცოდვას ცოდვა და ეს ვთქვათ არა სიძულვილის, არამედ სიყვარულის ენით. ტერმინის „ჰომოფობია“ გამოყენება ნებისმიერისადმი, ვინც ეწინააღმდეგება ჰომოსექსუალიზმს, უგუნურებაა. ეს არ არის ღირებული არგუმენტი ან ზუსტი წარმოდგენა. ქრისტიანს მხოლოდ ერთი შიში უნდა გააჩნდეს ჰომოსექსუალისტთა მიმართ და ეს შიშია ის, რომ ისინი საუკუნოდ დაიტანჯებიან, რადგან უარყვეს ხსნის ერთადერთი გზა − უფალი იესო ქრისტე, რომელიც გვთავაზობს იმედს ცხოვრების ამ დამამცირებელი და გამანადგურებელი წესისგან.

http://www.gotquestions.org/Christians-homophobic.html

ჩატვირთვა...