სიკვდილმისჯილი პაკისტანელი ქრისტიანი ქალი ასია ბიბი

0 163

სიკვდილმისჯილი პაკისტანელი ქრისტიანი ქალი ასია ბიბი, მოუწოდებს თავის მეუღლესა და 5 შვილს, დარჩნენ უფლის ერთგულები. გვაუწყებს ТБН – ის კორესპოდენტი.

ქრისტიანმა ქალმა ესე მიმართა თავის ოჯახს: „ ჩემო შვილებო არ დაკარგოთ სიმამაცე და რწმენა იესო ქრისტესი, თუნდაც იცით, რომ მე პატარა ოთახში ვარ ჩაკეტილი და იცით, რომ მალე მოვკვდები.

ყველა ჩემი აზრი მომართულია თქვენსკენ ჩემო მეუღლევ და შვილებო, არაფერი არ იწვევს ჩემში იმდენ ტკივილს ვიდრე გააზრება იმისა, რომ მე თქვენ გტოვებთ, თქვენს ტანჯვებში.

ჩვენ ქრისტიანები ვართ, არ ვცხოვრობთ მდიდრულად, მაგრამ ჩვენი ოჯახი ეს არის სინათლე. მე დღემდე არ ვიცი თუ როდის ჩამომახჩობენ, მაგრამ საყვარლებო, იყავით მშვიდად, რადგანაც მე შიშის გარეშე მივდივარ თავაწეული, ვინაიდან ჩემთან არის უფალი იესო ქრისტე, რომელიც შემდგომ ხელგაშლილი დამხვდება სამოთხის კარიბჭესთან.”

ეს წერილი შეტანილი იქნა ასია ბიბის წიგნში „გამომიყვანეთ მე აქედან“ რომელიც მან დაწერა ციხეში, შეგახსენებთ რომ ასია ბიბი ციხეში იმყოფება 2009 წლიდან, იმის გამო რომ მან გაბედა დაეცვა თავისი ქრისტესადმი რწმენა მუსლიმ მეზობელთან საუბრის დროს.

სწორედ ამ მუსლიმი მეზობლის დაბეზღების გამო დაიჭირეს ასია. ბრალდებას მის მიმართ მყარი მტკიცებულება არ ჰქონდა, მაგრამ სასამართლომ მას მაინც სასიკვდილო განაჩენი ჩამოხრჩობის გზით მიუსაჯა .

ორგანიზაციამ Voice of the Martyrs (მოწამეთა ხმა) განათავსა თავის საიტზე ონლაინ პეტიცია ასია ბიბის დასაცავად.

ამ პეტიციას 600 ათასმა კაცმა მოაწერა უკვე ხელი. თუ მილიონი ხელწერა შეგროვდა, სასიკვდილო განაჩენი გაუქმებული იქნება.

საიტი: http://www.callformercy.com/

P.S უმორჩილესად გთხოვთ გადადით მითითებულ საიტზე და ხელი მოაწერეთ ამ პეტიციას, ამან შეიძლება ადამიანი სიკვდილისგან იხსნას

ჩატვირთვა...