ორი დაღუპული ბავშვის მამა ამბობს, რომ მან უკვე აპატია დამნაშავეს

0 104

ორი პატარა ბავშვის მამა, რომლის შვილებიც ჩრდილოეთ კაროლინაში მომხდარ ავტოავარიაში დაიღუპნენ, ამბობს, რომ უკვე აპატია იმ სატვირთო მანქანის მძღოლს, ვინც შეჯახება გამოიწვია.

„ჩვენ ჩვენს გულებში ვაპატიეთ იმ კაცს, ვინც ეს ჩაიდინა. ეს არ იყო ადვილი, მაგრამ, გარკვეულწილად, ადვილიც იყო, რადგან მე და ჰედლიმ ვიცით, რომ იესო ქრისტემ მოგვიტევა ჩვენი ცოდვები… ამგვარად, გარკვეულწილად, ძალიან ადვილი იყო იმ კაცისთვის პატიება, ვინც ეს უბედური შემთხვევა გამოიწვია“, თქვა ჯენთრი ედინგსმა (Gentry Eddings), ფორესტ ჰილის ეკლესიის (Forest Hill Church) განდიდების მსახურების ლიდერმა.

ედინგსი, მისი ფეხმძიმე მეუღლე და ორი წლის ვაჟი დობსი 23 მაისს ავტომანქანით მიდიოდნენ, როცა სატვირთო მანქანა, რომელსაც 28 წლის მეთიუ დინსი მართავდა, მათ ავტომანქანას შეეჯახა ვილმინგტონის ახლოს, ჩრდილოეთ კაროლინაში.

წყვილმა დაზიანებები მიიღო, დობსი კი გარდაიცვალა. ჰედლი სასწრაფოდ საავადმყოფოში გადაიყვანეს, რათა გადაუდებელი საკეისრო ჩაეტარებინათ მისთვის, მაგრამ ჩვილი, სახელად რიდი, სამი დღის შემდეგ გარდაიცვალა.

დინსი დადანაშაულებულ იქნა წინასწარი განზრახვის გარეშე ორი ადამიანის სიკვდილსა და სიჩქარის გადაჭარბებაში, იტყობინება The Charlotte Observer.

კომპანია GoFundMe drive-მა აქამდე ონლაინით 195,490 აშშ დოლარის შეგროვება შეძლო.

„ამ საოცრად ტრაგიკულ მოვლენათა გაგება ძალიან ძნელია ჩვენთვის, მაგრამ ვიცით, რომ ღმერთი ყოველთვის აკონტროლებს მდგომარეობას, მაშინაც კი, როცა გვტკივა. ეს უკიდურესად მძიმე დროა ჯენთრისა და ჰედლისთვის”, – ამბობს GoFundMe დრაივი.

კომპანიამ ასევე დაამატა: „მთელი შემოწირულობა პირდაპირ ოჯახს გადაეცემა სამედიცინო მომსახურების ხარჯების დასაფარად და  გთხოვთ ილოცოთ ამ ოჯახისთვის!”

ედინგსმა თქვა, რომ დობსს ძალიან უყვარდა ცეკვა და ტაშის შემოკვრა. მან ასევე თქვა, რომ ჩვილ რიდთანაც მოახერხეს მცირე დროის გატარება: „ხელში გვეჭირა, სანამ თავის ძმასთან წავიდოდა ზეცად.”

უბედურ შემთხვევამდე ერთი დღით ადრე, როგორც ედინგსმა თქვა, ცოტაოდენ აღელვებული იყო, რაკი თავისი დის ქორწილისთვის ემზადებოდა.

„შემდეგ დობსიმ თავისი ტკბილი ხმით მითხრა: „შეჩერდით და გაიგეთ, რომ მე ვარ უფალი'”, – თქვა ედინგსმა.

მან ყველას სთხოვა, რომ დინსისთვის ეპატიებინათ და დაამატა: „აპატიეთ ყველას, ვისდამი წყენაც გაქვთ.”

პასტორმა ჩადვიკმა წყვილს უთხრა: „ჩვენ თქვენ გვერდით ვიქნებით. თქვენზე ლოცვით წარვდგებით ღვთის წინაშე და, როცა გნახავთ, მოგეხვევით. ჩვენ თქვენთან ერთად ვივლით ამ მწუხარებაში.”

წყარო

ჩატვირთვა...