ნუ მოკლავთ შვილებს….შეჩერდით, დედებო!

0 108

1920 წელს, როცა პირველად მსოფლიოში, საბჭოთა ხალხის ბელადის, ვ. ი. ლენინის, მიერ იქნა მიღებული დეკრეტი აბორტების ნებართვაზე, ზოგიერთები ამტკიცებდნენ, რომ დაუბადებელი ბავშვი ჯერ ადამიანი კი არა, დედის სხეულის ნაწილს წარმოადგენდა…

თუმცა თანამედროვე ულტრაბგერითმა ტექნოლოგიამ ხელმისაწვდომი გახადა ბავშვის შიდასაშვილოსნო განვითარების ზუსტი ინფორმაცია. როგორც კი სპერმატოზოიდი კვერცხუჯრედს უერთდება, იწყება ახალი სიცოცხლე, რომელსაც გააჩნია ურთულესი გენეტიკური კოდი, განმსაზღვრელი მშობლების 46 ქრომოსომის ყოველი დეტალისა: სქესი, სისხლის ჯგუფი, ინტუიცია, თვალების, თმისა და სხეულის ფეროვნება, ხასიათი, ზომები, თითების ანაბეჭდი, მიდრეკილება და სხვა. შენც ასეთი უჯრედი იყავი განაყოფიერებისას. განსაზღვრული გქონდა 9 თვით ცხოვრება დედის საშვილოსნოში და 90-მდე წელიწადი მის ფარგლებს გარეთ. სწორედ ჩასახვის მომენტიდან შენ ხარ ის არსება, რომელიც ისტორიაში არასოდეს არსებობდა და არასდროს იარსებებს კვლავ…

აბორტთა უმრავლესობა სრულდება მეექვსედან მეთორმეტე კვირის ორსულობისას, როდესაც მინიატურულ ბავშვს უკვე გააჩნია ადამიანური ბუნების დამახასიათებელი ყველა თვისება. განაყოფიერების მერვე დღეს ემბრიონი შეაჩერებს დედის მენსტრუალურ ციკლს და მთელი ორსულობის მანძილზე გააკონტროლებს მის სხეულს. თავად კი უკვე იკვებება. მე-20 დღეს უვითარდება ტვინი, ზურგის ტვინი და ნერვული სისტემა. 21-ე დღეს ეწყება გულისცემა. 28-ე დღეს ფორმირდება ხერხემალი და კუნთები. ჩნდება ხელები, ფეხები, თვალები, ყურები. მე-6 კვირას ღვიძლი წარმოშობს სისხლის უჯრედებს. მე-7 კვირას ნაყოფი იწყებს სპონტანურ მოძრაობებს, ფორმირდება ყბა და ნუნები. მე-8 კვირას კუჭი იწყებს წვენის გამოყოფას. ფუნქციონირებს თირკმელები. მე-9 და მე-10 კვირას ნაყოფი ჭუტავს თვალებს, ყლაპავს, იჭმუხნება. მე-11 კვირას იწყება შარდის გამოყოფა. მე-12 და მე-13 კვირას ბავშვი იწყებს ძილს, უვითარდება სასუნთქი სისტემა, თავზე ეზრდება თმა, ყლაპავს, ამუშავებს, თავს ატრიალებს, გრძნობს ტკივილს, შეხებას, აღიქვამს ხმაურს, მოძრაობს. გამოკვეთილია სასქესო ორგანო… ამ თვეების შემდეგ ახალი აღარაფერი მოხდება მის განვითარებაში, შემდგომი ზრდის და მომწიფების გარდა.

ყოველწლიურად მსოფლიოში 50 მილიონი აბორტი კეთდება, მათგან 30 მილიონი კანონიერი და 20 მილიონი არაკანონიერი გზით; რომელთაგანაც ორი მესამედი მოდის გაუთხოვარ გოგონებზე. წელიწადში ოც წლამდე ასაკის 3354 გოგონა ორსულდება ყოველდღე და მათგან 2121 იკეთებს აბორტს, ანუ ყოველი 6 ორსულობიდან 4 ხელოვნური შეწყვეტით მთავრდება.

საშუალო ქალი სიცოცხლის განმავლობაში იკეთებს ოთხიდან რვამდე აბორტს, ზოგიერთი კი 10-12-ს. 60 000 მომუშავე გინეკოლოგისგან 30 000 აკეთებს აბორტს… ანტისემიტიზმი, ჰომოსექსუალიზმი და აბორტი – მიზეზთა მიზეზია სახელმწიფოებრივი სტრუქტურების დეგრადირებისა.

რას ამბობს მეცნიერება? ისინი ამტკიცებენ ვასილი დიდის თვალსაზრისს (მე-4 საუკუნე ქრ. შობამდე), რომ ადამიანის სიცოცხლე იწყება არა დაბადების, არამედ ჩასახვის მომენტიდან. რას ამბობს მედიცინა? ის ამტკიცებს, რომ აბორტი ჰიპოკრატეს ფიცის აშკარა დარღვევაა, რომელიც იწვევს ასამდე ფიზიკურ გართულებას, მძიმე სისხლდენას, საშვილოსნოს დაზიანებას, უშვილობას, ნაყოფის მოწყვეტას, დეპრესიას, კოშმარებს, უძილობას და სხვა პათოლოგიებს.

რას ამბობს თეოლოგია, ბიბლია, ღმერთი ? ღმერთი აბობს: არ კლა! (გამ. 20 – 13) ხილული თუ უხილავი, ყოველი ქმნილება ღმერთის საკუთრებაა და მისი სახელის სადიდებლად არის შექმნილი. „როგორც არ უწყი გზა ქარისა და როგორ ისახება ძვლები სავსე მუცელში, ასევე არ უწყი საქმენი ღვთისა, რომელმაც ყოველივე შექმნა.” (ეკლეს. 11 :5).

ღმერთი ორივე აღთქმაში ერთნაირად უყურებს აბორტს. ძველ აღთქმაში მოლოქს სწირავდნენ ბავშვებს წარმართები, მას ხარის თავი და კაცის ხელები ჰქონდა, რომლებიც ძალიან ხურდებოდა. სწორედ იქ უგდებდნენ საცოდავ ბავშვებს, რომელთა ტანჯვის ხმა საშინელი მუსიკით იხშობოდა… მოლოქის უწმინდურ სულს დღეს აბორტებში უნახავს საყდარი და აგრძელებს „კანონიერად“ მოღვაწეობას და კანონით მანიპულირებას.

აბორტი არ არის მხოლოდ კონკრეტული ოჯახის პრობლემა, ის ქვეყნის პრობლემაა, რომელიც არა მარტო დემოგრაფიულად აფერხებს სახელმწიფოს განვითარებას, არამედ იწვევს დეგრადირებას, დისბალანსს. აბორტი არ არის პრობლემიდან გამოსავალი, პირიქით, ის პრობლემების საწყისია.

მიუხედავად იმ სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობისა, რომელიც დღევანდელმა დუხჭირმა ჟამმა მოგვაჩეჩა, მაინც არ გვაქვს უფლება გადავდგათ მოუმზადებელი, აუწონელი ნაბიჯები, რადგან აბორტს არა აქვს გამართლება! არსებობს ოჯახის დაგეგმარების კაბინეტი, სადაც შემოგთავაზებენ აბორტის თავიდან აცილების გზებს. მიმართეთ მათ. ნუ იჩქარებთ აბორტის გაკეთებას, როგორც არ უნდა გიჭირდეთ, გახსოვდეთ, რომ ყოვლისშემძლე ღმერთი თქვენს მხარეზეა. მას მიუძღვენით თქვენი პატარა, ის გამოკვებავს, გაზრდის, შემოსავს და იზრუნებს თავის ქმნილებაზე. თქვენ კი კურთხეული იქნებით იმ არჩევნისთვის, რაც გააკეთეთ რწმენით.

ერთი კვერცხუჯრედის გასანაყოფიერებლად ათასობით სპერმატოზოიდი იბრძვის. შენ ის ერთადერთი იღბლიანი ხარ, გამარჯვება რომ მოიპოვე და შემდეგ დაიბადე. ნუ ჩაუყრი წყალში ამ დიად გამარჯვებას შენს წიაღში მყოფ პაწაწინა ნაყოფს, ნუ ჩაუკლავ მომავლის იმედსა და სიბერის საყრდენს. ეზიარე ქალის ფენომენალურ თვისებას, დედობას ეზიარე, უნიკალურ ნიჭს ზენაარისას. შენ შეგიძლია უარი თქვა მკვლელობაზე, უარი თქვა – დასთანხმდე ეშმაკს და აირჩიო იესო ქრისტეს წმინდა სისხლით მოპოვებული გზა გადარჩენისა და საუკუნო სიცოცხლისკენ (იოანე 1:5-10).

თქვენ შეგიძლიათ გადაწყვიტოთ, მშვიდად დარჩებით მასის გვერდით და შეუერთდებით აბორტის მომხრეთა რიგებს, რომლებიც მხოლოდ ქალის და, ზოგადად, უკვე დაბადებულთა უფლებებზე აპელირებენ, თუ დადგებით ღმერთის სიტყვის მორჩილებაში და თანადგომას გამოუცხადებთ ყოველ განწირულ ბავშვს; იქნებით თუ არა ის, ვინც ამოიღებს ხმას მათ დასაცავად, ვისაც არ შეუძლია ხმა ამოიღოს.

p. s. „იხსენი სასიკვდილოდ წაყვანილნი და დაიფარე დასახოცად განწირულნი. თუ იტყვი: ‘აბა, ეს ჩვენ არ ვიცოდით ეს’ – განა გულთამხილავი ვერ გაიგებს? შენი სულის მფარველმა ხომ იცის და ის მიუზღავს ადამიანს მისი საქმისამებრ.”  (იგავ. 24–11:12).

რუსლან ჯაყელი – თეოლოგი.

ruslan

ჩატვირთვა...