კითხვები, რომლებიც ქრისტიანებმა უნდა დაუსვან საკუთარ თავს ახალი წლის დასაწყისში

0 457

ერთხელ, როცა ღვთის ერმა დაუდევარი დამოკიდებულება გამოიჩინა უფლის მიმართ, უფალმა უსაყვედურა მათ წინასწარმეტყველ ანგიას მეშვეობით: „დაუკვირდით თქვენს საქციელს“ (ანგია 1:5). წინასწარმეტყველმა ებრაელებს მოუწოდა დაფიქრებულიყვნენ იმის შესახებ, რაც მათ ცხოვრებაში ხდებოდა და შეეფასებინათ საკუთარი სულიერება ღვთის ნათქვამის სინათლეზე.

ღმერთის ყველაზე ერთგული ადამიანებისთვისაც აუცილებელია ის, რომ შეჩერდნენ და დაფიქრდნენ საკუთარი ცხოვრების მიმართულებაზე. ადვილია კვირიდან კვირამდე ისე ცხოვრება, რომ არც კი დავუფიქრდეთ, საით მივდივართ და საერთოდ, საით გვაქვს გეზი აღებული.

ახალი წლის დასაწყისი იდეალური დროა იმისათვის, რომ შევჩერდეთ, გავიაზროთ და გავიგოთ ეს ყოველივე. აი, რამდენიმე კითხვა, რომელიც ქრისტიანებმა უნდა დაუსვან თავიანთ თავს.

  1. რის გაკეთება შეგიძლიათ მომავალ წელს, რათა უფრო მეტი დრო გაატაროთ ღმერთთან?
  2. რომელია ყველაზე უჩვეულო და შეუძლებელი რამ, რის გაკეთებასაც სთხოვთ ღმერთს ამ წელს?
  3. რაში ხარჯავთ დროს უქმად და რას მოუხერხებთ ამას ახალი წლის განმავლობაში?
  4. ვისთვის ილოცებთ გულმხურვალედ ამ წელს?
  5. რას გააკეთებთ საკუთარი სულიერი და ოჯახური ცხოვრების გასაუმჯობესებლად წელს?
  6. რა არის ის ერთი რამ, რის გაკეთებსაც გეგმავთ ამ წელს და რასაც დიდი გავლენა ექნება მომავალზე?
  7. რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომელიც წელს უნდა მიიღოთ?
  8. რომელი ჩვევის გამომუშავება გსურთ ამ წელს ყველაზე მეტად?
  9. ბიბლიის გარდა, რომელი წიგნის წაკითხვა გინდათ ყველაზე მეტად ამ წელს?
  10. რას ნანობთ ყველაზე მეტად გასული წლიდან და როგორ შეცვლით ამას ახალ წელს?
  11. რის სწავლა გსურთ ყველაზე მეტად ამ წელს?
  12. თქვენი ცხოვრების რომელ სფეროში გჭირდებათ ცვლილებები ყველაზე მეტად?

მოდით, შევაფასოთ ჩვენი ცხოვრება, დავისახოთ მიზნები და შევიმუშაოთ გეგმები. ვიცხოვროთ წმინდა წერილის თანახმად და გვახსოვდეს: „ბეჯითის ზრახვანი მხოლოდ მატებისკენაა, ხოლო ყოველი დაუდევრისა − კლებისკენ“ (იგავები 21:5). გვახსოვდეს ისიც, რომ ყველაფერში დამოკიდებულნი ვართ ჩვენს უფალზე, რომელმაც თქვა: „ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს ისხამს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ“ (იოანე 15:5)

წყარო

ჩატვირთვა...