თანამედროვე ქრისტიანობა – თაყვანისმცემლები და მომხრეები

0 172

როდისმე დაფიქრებულხართ იმაზე, თუ რატომ არის, რომ ქვეყნიერებაზე ხალხს ქრისტიანობის შესახებ ასეთი განსხვავებული წარმოდგენები აქვს? რუსეთში მაცხოვრებლებს ქრისტიანობა წარმოუდგენიათ მოოქროვილი გუმბათები და ტაძრები. იტალიის მოსახლეობას – ვატიკანი, რომის პაპი და კარდინალები, ხოლო ამერიკას – პროტესტანტული ეკლესიები, რომლებშიც ცეკვავენ და კრებენ შესაწირავს.

თითოეულ ქვეყანაში და ერში არსებობს მოსაზრება იმის შესახებ, თუ რა არის ქრისტიანობა. მაგრამ, სამწუხაროდ, ადამიანთა უმრავლესობის წარმოდგენა ძლიერ განსხვავდება იმისგან, რასაც ღმერთი სინამდვილეში გულისხმობს.

ადამიანებს ახასიათებთ წარმოიდგინონ ის, რასთანაც მანამდე ჰქონიათ შეხება. ზოგი გადაყრია ფანატიკოსებს, რომლებიც ავიწროებდნენ ხალხს ნებისმიერ დროსა და ნებისმიერ ადგილას. ვიღაცას შეხვედრია ისეთი ქრისტიანი, რომელიც ეწეოდა სიგარეტსა და საუბრობდა სახარებაზე. ვიღაცამ გადაწყვიტა, რომ ყველა ქრისტიანები საწყალი, უბედური, შევიწროებული ხალხია, რადგან მას მხოლოდ ასეთი ქრისტიანები ჰყავს ნანახი. ყველაფერი ეს იმაზე მეტყველებს, რომ ქრისტიანობის იმიჯი, რომელიც ჩამოყალიბდა ადამიანთა ცნობიერებაში, ასე უბრალოდ არ წარმოშობილა. ხშირად, სწორედ მორწმუნე ადამიანი არის ის ფაქტორი, რომელიც ასახავს ღვთის დიდებას სხვებისთის ან პირიქით – უკარგავს სხვებს ეკლესიაში მისვლის ყოველგვარ სურვილს.

ერთხელ, ერთმა ადამიანმა თქვა: „როდესაც სახარება იერუსალიმში მივიდა, ის გახდა სიცოცხლე ადამიანებისთვის. როდესაც სახარება რომში მივიდა, ის გახდა რელიგია. როდესაც სახარება ევროპაში მივიდა, ის გახდა ფილოსოფია. როდესაც სახარება აშშ-ში მოვიდა – ბიზნესი“. ყველამ თავისებურად სცადა გაეფორმებინა სახარება. ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ეს არის ფულის მოპოვების საშუალება, ზოგიერთმა გადაწყვიტა, რომ ეს არის თავიანთი დასკვნების ლამაზ ფორმაში შეფუთვის საშუალება , სხვებმა კონცენტრირება გაამახვილეს რიტუალებზე და საერთოდ გამორჩათ თვალთახედვიდან ღმერთთან ურთიერთობა. მაგრამ, ამის მიუხედავად, ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ სახარება არის სიცოცხლე.

დღესდღეობით, დედამიწაზე დაახლოებით ერთი მილიარდ სამასი მილიონი ადამიანი თვლის თავს ქრისტიანად. ყველაზე დიდი ქრისტიანული დენომინაციების მწყემსები და ხელმძღვანელები თვლიან, რომ ქრისტიანთა ჭეშმარიტი რიცხვი გაცილებით ნაკლებია. მაგრამ საქმის რეალური ვითარება მხოლოდ ღმერთმა უწყის. ცალკეული ადამიანები ან ჯგუფები თვლიან თავს ქრისტიანებად, ღმერთი კი იყურება ზეციდან და ამბობს: „მე თქვენს წინააღმდეგ ვარ“. რატომ არის ასე? იმიტომ, რომ ღმერთს თავისი კრიტერიუმები აქვს. ბიბლია ამბობს: „..ვისაც წუთისოფლის მეგობრობა სურს, იგი ღმერთის მტერი ხდება!“ (იაკ.4:4)

ქრისტიანები იესოსთან ერთად

როდესაც ვუყურებთ იესოს ცხოვრებას, ვხედავთ, რომ მის ირგვლივ ყოველთვის ტრიალებდნენ სხვადასხვა ადამიანები, მისი მეგობრები: იუდა, პეტრე, თომა… ასევე პილატე – მისი მოსამართლე, ფარისევლები და სადუკეველნი – ბრალმდებელნი და მისი ფარული მოშუღლენი. ხალხი ბრბოდ დადიოდა იესოს კვალდაკვალ, რათა ენახათ სასწაულები და მიეღოთ განკურნება. ვინ იყო ეს ხალხი? დამკვირვებლები, თვალყურის მადევნებლები, საკუთარ სარგებელზე მონადირენი, ფარული არაკეთილისმყოფელნი, მოშუღლეები, აღტაცებული თაყვანისმცემლები თუ ნამდვილი მიმდევრები?

იესო ქრისტეს მოწაფეებს ჰქონდათ თავანთი წარმოდგენები, იმის შესახებ, თუ როგორები უნდა ყოფილიყვნენ ნამდვილი ქრისტიანი მიმდევრები. გაიხსენეთ, იოანე თვლიდა, რომ მოწაფეები შეიძლება ყოფილიყვნენ მხოლოდ ისინი, რომლებიც მათთან ერთად დადიოდნენ: „მოძღვარო, ჩვენ ვნახეთ კაცი, რომელიც შენი სახელით ეშმაკებს დევნის, ჩვენ კი არ მოგვყვება და დავუშალეთ, ვინაიდან ჩვენ არ მოგვყვება“(მარკ.9:38). იესოს არ ჰქონდა კონკურენციის ასეთი სული. ის ხვდებოდა, რომ ადამიანთა რაოდენობა იმდენად დიდი იყო, რომ ყველას არ შეეძლო გამუდმებით მასთან ყოფნა. მოწაფეებს ეს არ ესმოდათ. ამიტომ იესომ უთხრა მათ: „ნუ დაუშლით, ვინაიდან ვერავინ, ვინც ჩემი სახელით სასწაულს ახდენს, აგრე იოლად ვერ იტყვის აუგს ჩემზე“ (მარკ. 9:39).

მაგრამ ამ ისტორიას აქვს მედალის მეორე მხარეც. მოდით, დავფიქრდეთ თავად ამ ადამიანზე, რატომ არ დადიოდა ის იესოსთან ერთად? რატომ სურდა მას სასწაულების ხილვა, ის რომ ესარგებლა იესოს სახელით, სურდა ჰქონდა რაღაც ღმერთისგან, მაგრამ ყოველთვის მასთან ყოფნა არ სურდა? რატომ? ჩვენ არ შეგვიძლია ყველას დაყოფა ,,ჩვენიანებად’’ და მტრებად. აღნიშნულ შემთხვევაში კი ვეჯახებით ადამიანს, რომელსაც ვერ ვუწოდებთ მოწინააღმდეგეს,რადგან აქ საუბარია ადამიანზე, რომელიც იესოს სახელით დევნის ეშმაკებს, მაგრამ არ დადის მასთან ერთად. ის მომხრეა, მაგრამ არა თაყვანისმცემელი. რაშია განსხვავება?

ძირეული განსხვავებები
  • მომხრეებს მოსწონთ იესო, თაყვანისმცემლებსაც მოსწონთ იესო. მაგრამ თაყვანისმცემლები მიჰყვებიან ქრისტეს, ხოლო მომხრეები მხოლოდ აღტაცებაში არიან მისით.
  • მომხრეებს არ შეუძლიათ მასზე ღიად საუბარი, თაყვანისმცემლებს არ შეუძლიათ დუმდნენ და არ საუბრობდნენ მასზე.
  • მომხრეები მიდიან იესოსთან, რომ რაღაც სთხოვონ, თაყვანისმცემლები თხოვნის აღსრულების შემდეგ ბრუნდებიან, რათა მადლობა შესწირონ.
  • მომხრეებს სჭირდებათ კურთხევები. თაყვანისმცემლები ეძებენ, როგორ ან რით შეუძლიათ ემსახურონ ქრისტეს.
  • მომხრეები სიხარულით ღებულობენ. თაყვანისმცემლებს თავად უყვართ გაცემა.
  • მომხრეები აღიარებენ თავიანთ ცოდვებს ან დანაშაულს მხოლოდ მაშინ, როდესაც აშკარაა ისინი, თაყვანისმცემლები თავიანთი ნებით ინანიებენ ცოდვებს.
  • როდესაც მოდის პრობლემები, მომხრეები წუწუნებენ, თაყვანისმცემლები – ლოცულობენ.
  • მომხრეები ეძებენ თავიანთი ავტორიტეტის ამაღლებას, თაყვანისმცემლები კი ეძებენ ღვთის დიდებას.
  • მომხრეებს შეუძლიათ იესოს მიწვევა სახლში. თაყვანისმცემლები იწვევენ იესოს გულშიც.
  • მომხრეები კარგად საუბრობენ. თაყვანისმცემლები კარგად საუბართან ერთად, კარგად მოქმედებენ.
  • მომხრეები ყოველთვის იესოს გვერდით არიან, როდესაც მოდის ღვთის დიდება. თაყვანისმცემლები კი რჩებიან მაშინც კი, როდესაც მოდის დევნა.
  • მომხრეებს სურთ იყვნენ მიტევებულნი, თაყვანისმცემლები თავად არიან მზად, რათა აპატიონ.
  • მომხრეებს იზიდავს იესოს ნიჭები. თაყვანისმცემლებს, გარდა ნიჭებისა, იზიდავს იესოს ხასიათი.
  • მომხრეები შეიძლება აღტაცებულნი იყვნენ იესოს მოწაფეებით, თაყვანისმცემლები კი პატივს სცემენ მოწაფეებს, მაგრამ აღტაცებულები არიან მხოლოდ იესოთი.
  • მომხრეები, საბოლოოდ, არიან ადამიანთა მასის მიმბაძველნი , თაყვანისმცემლები კი ბაძავენ იესოს.

ადრე თუ გვიან, თაყვანისმცემლებსა და მომხრეებს შორის სხვაობა მჟღავნდება. მიუხედავად იმისა რომ, ისინი არიან ერთსა და იმავე ეკლესიაში, გარეგნულად ერთნაირად სცემენ თაყვანს ღმერთს და კითხულობენ ერთსა და იმავე ბიბლიას, ადრე თუ გვიან მათ შორის არსებული განსახვავება გამჟღავნდება. არა მხოლოდ ზეცაში, არამედ აქ, დედამიწაზე, იქნება სიტუაციები, რომლებიც გააცხადებენ იმას, თუ ვინ ვინ არის.

„მაგრამ დგება ჟამი და უკვე აქ არის, როცა ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამაც სწორედ ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს თავისთვის“ (იოან.4:23-24).

თუკი იესო ამბობს, რომ მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები სცემენ თაყვანს ღმერთს სულითა და ჭეშმარიტებით , ეს იმას ნიშნავს, რომ არსებობენ ჭეშმარიტებას აცდენილი თაყვანისმცემლებიც. ღმერთს არ სურს დაგვაძალოს ჩვენ ვიყოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები. მას სურს, რომ ჩვენ ჩვენი თავისუფალი ნებით ავირჩიოთ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობა. ის ასეთ მორწმუნეებს ეძებს.

წყარო

 

ჩატვირთვა...