ბეკა სტივენსის მსახურება

0 129

პროტესტანტული ეკლესიის ერთ-ერთმა  მსახურმა ბეკა სტივენსმა (Becca Stevens), რომელიც ადრეულ ასაკში სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, დაიწყო შრომა მეძავებთან, რათა ისინი უფალთან მიეყვანა და მათი ცხოვრება შეცვლილიყო. – გვაუწყებს ქრისტიანული მეგაპორტალი invictory.com.

ბეკა მათ სთავაზობს  თავის კოსმეტიკურ ფირმაში მუშაობას პროსტიტუციის სანაცვლოდ. როგორც ბეკა ამბობს ქალები მას ნდობას უცხადებენ, როდესაც ის მათ თავისზე მომხდარ ძალადობის ამბავს უყვება.

აგრეთვე მან განაცხადა, რომ ქალების 75% – მა, რომელთაც ბეკა ეხმარება  შეწყვიტეს პროსტიტუცია.

„მაშინ მე ჯერ კიდევ არ ვიცოდი, რომ ჩემი ცხოვრების ეს ნაწილი დაეხმარებოდა ამ ქალებს და სამუდამოდ შეცვლიდა მათ ცხოვრებას.“ – განაცხადა ბეკა სტივენსმა.

ბეკას პარფიუმერული კომპანია “Thistle Farms” აწარმოებს: ნატურალურ საპონს, შამპუნებს, ზეთებს და სხვა კოსმეტიკურ საშუალებებს. აგრეთვე ეს ფირმა თანამშრომლებს უფასო საცხოვრებელი ბინებითაც უზრუნველყოფს.

თარგმნა: გიორგი ჯიჯიეშვილმა

ჩატვირთვა...