მსოფლიო ქრისტიანული ახალი ამბები (12.04.2019)

0 169

გამოშვებაში ნახავთ:

  • 25 წლის წინ რუანდაში 100 დღეში 800 000 ადამიანის გენოციდი განხორციელდა. ერთმა კოლორადოელმა ქალმა, ამ საშინელი მოვლენის შემდგომ, დატოვა თავისი სახლი და დახმარების აღმოსაჩენად რუანდაში გაემგზავრა. მან დაარსა სკოლა, რომელსაც თავდაპირველად არ ჰქონდა შენობა, ბავშვები დიდი ხის ქვეშ იკრიბებოდნენ გაკვეთილების მოსასმენად. წლების შემდეგ რუანდაში ეს სკოლა საუკეთესო სკოლადაა მიჩნეული. ნახეთ მსხვერპლისა და იმედის ისტორია რუანდაში.
  • მაშინ, როდესაც ბელგია ევთანაზიის ლეგალიზაციას ახდენდა, კრიტიკოსები ამ ყველაფერს მოლიპულ ფერდობზე დაშვებას ადარებდნენ. სამედიცინო ეთიკა ერთგვარმა „სიკვდილის კულტურამ“ გვერდზე გასწია. „ბელგიაში ეთიკური ნორმები აღარ არსებობს. ზოგიერთი ამ მკვლელობას სამედიცინო დახმარებად მიიჩნევს. ჩვენ დავიწყეთ სიკვდილის, როგორც მედიცინის ერთ-ერთი მეთოდის შეთავაზება პაციენტებისთვის.” – ამბობს ერთ-ერთი ექიმი.
  • ებრაელმა არქეოლოგებმა ორი იშვიათი რამ აღმოაჩინეს დავითის ქალაქსა და მის შემოგარენში. ისინი ბიბლიაში ნახსენებ ისტორიული პერსონაჟების რეალურობას მოწმობენ.
ჩატვირთვა...