CBN: ჩინეთში იატაკქვეშა ეკლესიების რიცხვი იზრდება

0 206

მიუხედავად იმისა, რომ ჩინეთი ოფიციალურად კომუნისტური ქვეყანაა, უკანასკნელი ათწლეულების განმავლობაში ეკლესიის დრამატული ზრდა შეინიშნება. ახლა კი ქვეყანაში მდგომარეობა უარესდება.

დაახლოებით ოთხი წლის წინ დაიწყო ხელისუფლებამ ეკლესიის აქტიურად შევიწროება, როცა აღმოსავლეთში მდებარე ჰუნანის პროვინციაში ადგილობრივმა ხელისუფლებმა დაიწყეს ეკლესიებში შეჭრა და ჯვრების ჩამოღება.

თავდაპირველად, ეკლესიების საწინააღმდეგო ჰქონდათ ის, რომ მათ არ ჰქონდათ იმ შენობების გამოყენების უფლება, სადაც იკრიბებოდნენ, რომ ეს შენობები არ აკმაყოფილებდა გარკვეულ მოთხოვნებს და ბულდოზერებით მოდიოდნენ, ეკლესიების შენობებს ანგრევდნენ. იგივე პროცესი გაგრძელდა აღმოსავლეთისა და სამხრეთ-აღმოსავლეთის პროვინციებში, სადაც ჭარბად არის ქრისტიანული მოსახლეობა.

თუმცა ბოლო ოთხი წლის განმავლობაში ვხედავთ, რომ ჩინეთის მთავრობა აგრესიულ კამპანიას აწარმოებს არა მხოლოდ ქრისტიანების, არამედ ყველა რელიგიური მიმდინარეობის წარმომადგენელთა მიმართ, იქნებიან ისინი მუსლიმანები, ბუდისტები თუ სხვა. მხოლოდ 24 თვის წინ გამოსცეს ეგრეთ წოდებული „თეთრი ფურცელი“, რომლითაც ჩინეთის მოქალაქეებს ეძლევათ მითითებანი, როგორ შეუძლიათ საკუთარი რწმენის აღიარების გამოხატვა სახელმწიფოს კანონებისა და რეგულაციების შესაბამისად. უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში ყველა აღმსარებლობის ადამიანზე დიდი ზეწოლა ხორციელდება.

ჩატვირთვა...