340 ათასი ლტოლვილი უკვე 25 წელია კენიისა და სომალის საზღვართან ცხოვრობს (რეპორტაჟი)

0 136

ამ ბანაკის მონახულებისათვის ნებართვის მიღება მარტივი არ იყო. რამდენიმე კვირის შემდეგ კენიის ხელისუფლებამ მაინც მისცა CBN NEWS-ს უფლება და აი, ჩვენც დავეშვით დასაფრენ ბილიკზე გამომხმარი და უნაყოფო უდაბნოს შუაგულში, კენიის დედაქალაქ ნაირობიდან 430 კილომეტის მოშორებით ჩრდილოეთ-აღმოსავლეთისკენ.

„ეშვები მიწაზე, ჯდები მანქანაში და მიემგზავრები მტვრიან გზაზე, აქ არ არის დაგებული გზები. შორს მთები მოჩანს. მოკლედ, შენ ხვდები შუაგულ უდაბნოში, სადაც არაფერი გაქვს“. კეთილი იყოს თქვენი მობრძანება დადააბში –მსოფლიოში ყველაზე დიდ ლტოლვილთა ბანაკში.

უდაბნოს ფონზე მრავალი გუმბათისმაგვარი ქოხია, რომელიც ჯოხებისა და პოლიმერული ლენტისგანაა გაკეთებული. კლიმატი აქ გაუსაძლისია. მთელი წლის განმავლობაში სიცხეებია და თითქმის საერთოდ არ წვიმს.

ჩატვირთვა...