აშშ-ში დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები ყოველ კვირას ერთმანეთისთვის ლოცულობენ

0 182

ბევრი ადამიანისთვის საოცარი მოვლენა იქნება, როცა გაიგებს, რომ პოლიტიკურ სივრცეში არსებობს ჯგუფი, რომელიც ერთად იკრიბება და ლოცულობს. დემოკრატი და რესპუბლიკელი სენატორები სალოცავად იკრიბებიან და ყოველ კვირას ირჩევენ ერთ სენატორს, რომელიც ჯგუფს სიტყვას უზიარებს.

სენატორი კრის კუნსი ამბობს: „როდესაც სიტყვის სათქმელად გამოდიხარ, ეს არ არის ადვილი, რადგან შენს ოპონენტს შენივე სისუსტეების შესახებ უყვები: როდის დაეცი? რა სირთულეები გამოიარე ბავშვობაში, ქორწინებაში და ა.შ. ამის შემდეგ ძალიან რთულია, რომ იმ ადამიანს ვერბალური შეურაცხყოფა მიაყენო ან მასთან ბრძოლაში ჩაერთო, როდესაც მასთან ერთად ხელჩაკიდებული იდექი და ლოცულობდი. ეს მართლაც მნიშვნელოვანი რამაა.”

ჩატვირთვა...