რიკ უორენი: რა არის სიცოცხლის აზრი?

0 1 210

ხალხი მეკითხება: „რა არის სიცოცხლის აზრი?“ მე ვპასუხობ: „ცხოვრება არის მომზადება მარადისობისთვის.“ უნდა გვახსოვდეს, რომ ამქვეყნიური არსებობა არ გაგრძელდება სამუდამოდ და ღმერთს სურს, რომ მასთან დავბინავდეთ ზეცაში.

ერთ დღეს ჩემი გული შეწყვეტს ფეთქვას, შესაძლოა ვიცოცხლო 60 ან 100 წლის განმავლობაში დედამიწაზე, მაგრამ ტრილიონობით წელი უნდა გავატარო მარადისობაში. ეს არის მომზადების პროცესი დიდი თამაშის წინ, გენერალური რეპეტიცია… ღმერთს სურს, რომ ჩვენ აქვე, დედამიწაზე, დავიწყოთ იმის კეთება, რითიც მარადისობაში ვიქნებით დაკავებულნი…

ცხოვრება პრობლემების ერთობლიობაა: ერთი სირთულის დაძლევის შემდეგ მეორე მოდის უკვე.

რატომ? ამის მიზეზი ისაა, რომ ღმერთს უფრო მეტად თქვენი ხასიათის ჩამოყალიბება და გამოწვრთნა სურს, ვიდრე თქვენთვის კომფორტის შექმნა; ღმერთს უფრო მეტად თქვენი სიწმინდე აინტერესებს, ვიდრე თქვენი ბედნიერება.

ჩვენ შეიძლება გონივრულად ვიცხოვროთ დედამიწაზე და  ბედნიერნიც ვიყოთ, მაგრამ ეს არ არის ჩვენი სიცოცხლის აზრი. მთავარი მიზანი ისაა, რომ  ქრისტეს ხასიათის მსგავსება უფრო და უფრო გამოისახებოდეს.

მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი კარგი რამ ხდება თქვენს ცხოვრებაში, ყოველთვის არის რაღაც ცუდი, რომელსაც უნდა გავუმკლავდეთ; არც იმას აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენი ცუდი რამ ხდება თქვენს ცხოვრებაში, ყოველთვის არის რაღაც კარგი, რისთვისაც შეგიძლიათ მადლობდეთ უფალს.

თქვენ შეგიძლიათ ყურადღება გაამახვილოთ თქვენს მიზნებზე, ან დიდი ყურადღება დაუთმოთ თქვენს ცხოვრებაში არსებულ პრობლემებს. დიდ დროს თუ დაუთმობთ საკუთარი პრობლემების მოგვარებას, ამით გასაქანს მისცემთ ეგოიზმს, მაგრამ ტკივილისგან თავის დაღწევის ერთ-ერთი ყველაზე იოლი გზა ის არის, რომ მზერა მიაპყროთ ღმერთს და გარშემომყოფებს.

ადიდეთ ღმერთი თქვენი ცხოვრების ბედნიერ წუთებში, ეძიეთ იგი სირთულეთა ჟამს, თაყვანი ეცით მას სიმშვიდეში, მიანდეთ მას თქვენი ყველა ტკივილი და ყოველთვის მადლობდეთ ღმერთს ყველაფრისთვის.

ამონარიდი პოლ ბრედშავის ინტერვიუდან რიკ უორენთან.

წყარო: www.inspire21.com

ჩატვირთვა...