ნამდვილი ამბავი „მქადაგებელზე ტყვიამფრქვევით” – ინტერვიუ სემ ჩილდერსთან

0 273

რას გააკეთებ, თუ ღმერთი მოგიწოდებს იქ წასვლისკენ, სადაც არ გსურს წასვლა? 1988 წელს სემ ჩილდერსს მოუწია ამ რთული გადაწყვეტილების მიღება.

1992 წელს სემმა ქრისტიანობა მიიღო. მან უარი თქვა ნარკოტიკებზე, ააშენა სამლოცველო სახლი და მქადაგებელიც გახდა, ასევე გახსნა წარმატებული სამშენებლო კომპანია პენსილვანიის შტატში, მაგრამ ეს მხოლოდ დასაწყისი იყო.

1998 წელს სემა გაიგო, რომ უგანდაში სჭირდებოდათ მოხალისეები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებდნენ სოციალურ პროექტებში.

აფრიკაში ის გახდა მოწმე, თუ როგორ წვავდა სოფლებს კრიმინალური დაჯგუფება, სახელწოდებით “LRA”. ისინი ადამიანებს ჩეხავდნენ ნაწილებად, იტაცებდნენ ბავშვებს და მკვლელებად ზრდიდნენ. ამის შემხედვარე სემმა ვეღარ შეძლო დაბრუნებულიყო ამერიკაში, მას გაუჩნდა სურვილი, აფრიკელ ბავშვებს დახმარებოდა.

სემმა გაყიდა თავისი ბიზნესი და თავისი დროის უმეტესი ნაწილი დაუთმო აფრიკელ ბავშვებს უგანდასა და ჩრდილოეთ სუდანში.

ჩატვირთვა...