მე არ მჯერა ღმერთის სანამ მის არსებობას არ დამიმტკიცებ…

0 289

– მე არ მჯერა ღმერთის სანამ მის არსებობას არ დამიმტკიცებ… (მოკლე პასუხი ამ შეხედულებას)

– თუ გყავს შემოქმედი ღმერთი, ღმერთი რომელმაც შექმნა სამყარო – რატომ ხარ დარწმუნებული რომ ეს ღმერთი ამ საყაროს შიგნითაა, ანუ ის ცხოვრობს მასში, როგორც დავუშვათ კუნძული წყნარ ოკეანეში, ისე რომ მისი დამტკიცება ან რაიმე მასში დამაჯერებელის მოძიება შეიძლებოდეს?!

– ეს შეიძლება სიმართლე იყოს შეიძლება არა…

– ანუ  საკუთარ აზრების მიხედვით აკეთებ დასკვნას და ამიტომაც ელი მტკიცებულებას, ანუ ამ ყველაფერს სხვა კუთხით რომ შეხედო მგონი არ უნდა გაგიჩნდეს იგივე შეკითხვები…

– მაგაზე გამახსენდა კიდეც, საბჭოთა კავშირში სადაც ძირითადად ათეიზმის ბუმი იყო, იური გაგარინის (პირველი ვინც კოსმოში გაფრინდა)  დაბრუნების მერე – ხრუშჩოვმა განაცხადა თავის საუბარში ათეიზმზე: ”ჩვენ გავუშვით ადამიანი სამოთხეში, იგი დაბრუნდა და მან თქვა რომ ღმერთი იქ ვერსად ნახა”.

ირლანდიელმა სწავლულმა და აპოლოგეტმა კლაივ ლუისმა ამაზე გააკეთა კომენტარი – თუ არსებობს ღმერთი და მან ჩვენ შეგვქმნა, შენ ალბათ ვერ მიაკუთვნებ მას როგორც ვთქვათ ერთი ამბის პერსონაჟი არ მიეკუთვნება სულ სხვა ტიპის მეორე ამბავს.

ალბათ უფრო როგორც ჰამლეტი მიეკუთვნება შექსპირს, თუ ჰამლეტს შექსპირის დამტკიცება დასჭირდება, ვერც ლაბორატორიაში და ვერც სცენის გარეთ კულისებში გასვლით ვერ შეძლებს ამას…

ერთადერთი შესაძლებლობა რომ მან შექსპირზე რამე გაიგოს არის ის, თუ შექსპირი თვითონ დაწერს რაიმეს თავის თავზე ნაწარმოებში. თუ მართლა არსებობს ღმერთი შესაძლოა არსებობდეს მტკიცებულებაც, მაგრამ იდეა რომ არ შეიძლება გწამდეს მისი, სანამ ვინმე არ დაგიმტკიცებს მის არსებობას – დაფუძნებულია პიროვნულ ვარაუდზე!

დოროთი სეიერსი იყო დეტექტიური ნოველების მწერალი, იგი იყო ერთერთი პირველი ქალბატონი რომელმაც ოქსფორდი დაამთავრა.

მან დაწერა ნოველების გარკვეული სერია სადაც მთავარი მოქმედი გმირი დეტექტივი პიტერ ვიმზი იყო და სერიების შუაგულში ჩნდება ქალი პერსონაჟი, რომელიც ოქსფორდდამთავრებული და ნოველების მწერალი იყო…

იგი გაიცნობს პიტერ ვიმზის და შეუყვარდება – მოხდა ისე, რომ ავტორს შეუყვარდა თავისი პერსონაჟი, რომელიც თვითონვე შექმნა, ასევე დაინახა რომ პიტერი ძალიან მარტოსული იყო და მისი გადარჩენა მოუნდა… და გადაარჩინა კიდეც, მან თავისი თავი ჩაწერა ნაწარმოებში, ისინი დაქორწინდნენ და ცხოვრობდნენ დიდხანს და ბედნიერად.

ვუბრუნდებით ბიბლიას, ყველა სხვა რელიგია ამბობს რომ ღმერთი სადღაც მაღლაა… მაგრამ მარტო ქრისტიანობა ამბობს რომ ღმერთმა საკუთარი თავი ჩაწერა წიგნში (იგულისხმება ბიბლია, უფლის სიტყვა, იესო ქრისტე).

დოქტორი ტიმ კელერი (ამონარიდი ინტერვიუდან)

თარგმანი: სანდრო ზალდასტანიშვილი

ჩატვირთვა...