კერი ჯოუბი თავისი ცხოვრების სირთულეთა შესახებ (ინტერვიუ)

0 166

კერი ბრუკ ჯოუბი დაიბადა 1981 წლის 6 აპრილს ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში. მუსიკალურ სამყაროში 2003 წლიდან მოღვაწეობს. არის თანამედროვე ქრისტიანული მუსიკის მიმდინარეობის მუსიკოსი, შემსრულებელი და კომპოზიტორი. კერი ჯოუბი ერთი გრემის და სამი Dove Awards-ის ჯილდოს მფლობელია. ტეხასის შტატში, საუსლეიკში მდებარე ეკლესიაში (Gateway church) ხელმძღვანელობს ქება-დიდების გუნდს.

ინტერვიუში  კერი ჯოუბი საუბრობს თავისი სიმღერის შესახებ The Garden: „ამ სიმღერის მიზანი კი ისაა, რომ ღმერთთან ურთიერთობაში წრფელნი ვიყოთ. ზემოთ ავიხედოთ, მიმოვიხედოთ. მივცეთ ღმერთს უფლება, რომ გვიჩვენოს, რა მშვენიერი რამ აქვს ჩვენთვის მომზადებული. დავინახოთ, როგორ ქმნის არაფრიდან მშვენიერებას. ასეთი გული აქვს მამას. ის სიცოცხლისკენ გვიწვევს, სურს, რომ ჩვენი ცხოვრება თავისი სიცოცხლით აავსოს. შესაძლოა, ყოველთვის ვერ გავიგოთ, როგორ მოქმედებს  ღმერთი, მაგრამ ესაა ჩვენი ცხოვრებისეული თავგადასავალი, რომ ყოველთვის გაოცებულნი ვიყოთ ღვთის საქმეებით და ვეკითხებოდეთ, რა აქვს მომზადებული.”

ჩატვირთვა...