კარლ გუსტავ სევერინი – ცხოვრება სცენის მიღმა (ინტერვიუ)

0 162

ამჯერად უჩვეულო ფორმატში წარმოგიდგენთ მახარებელ კარლ გუსტავ სევერინს, არა ისე, როგორც მქადაგებელს და ღმერთის მსახურს, არამედ როგორც ადამიანს სცენის მიღმა.

სამი სიტყვით დაახასიათეთ საკუთარი თავი, როგორი ადამიანია კარლ გუსტავი ოჯახში?
თანამგრძნობი, მოსიყვარულე და ანთებული.

 

ისევ სამი სიტყვით გვითხარით, როგორი ხართ ეკლესიაში?

მოშურნე, მოშურნე და მოშურნე.

 

რას იტყვით თქვენს მეუღლეზე?

 აღმატებულად მოშურნე, აღმატებულად მოშურნე და აღმატებულად მოშურნე (იცინის).

 

თქვენი საყვარელი მუხლი ბიბლიიდან.

ფილიპელთა 4-19: „ჩემი ღმერთი კი ყოველ თქვენს საჭიროებას აღავსებს თავისი სიუხვით და დიდებით, ქრისტე იესოში.“

 

სამი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რომლებიც მიიღეთ თქვენს ცხოვრებაში.

პირველი – ჩემი გადარჩენა, მეორე – მეუღლის სწორად არჩევა, და მესამე – ეკლესიის სწორად შერჩევა. ჩემს შემთხვევაში ეს არის ეკლესია „სიცოცხლის სიტყვა.“ ეს იყო ჩემი ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, რომლებიც ცხოვრებაში მიმიღია.

 

რა არის თქვენი ცხოვრების დევიზი?

მიძღვნა, ერთგულება და გამძლეობა. რატომ? იმიტომ, რომ მე ვფიქრობ, თუ თქვენი დამოკიდებულება ეკლესიასთან ერთგვარ ჰობს წარმოადგენს, თქვენ ვერ იქნებით ბედნიერი. ეკლესია – ეს ჩემი ცხოვრებაა. ეკლესია – ეს სიცოცხლეა. როგორი მიძღვნილიც ვარ ახლა, ეს არ უნდა შეიცვალოს ათი წლის შემდეგაც, მე არ უნდა მივატოვო ეკლესია, უნდა დავრჩე იქ.

თქვენ ბევრს მოგზაურობთ. შეგიძლიათ მოგვიყვეთ ყველაზე სასაცილო ისტორია, რომელიც გადაგხდათ მსახურების დროს?

ძალიან ბევრია…გავიხსენებ ერთ შემთხვევას, როდესაც საქართველოდან ვბრუნდებოდი. თვითმფრინავში საპირფარეშოში გავედი და შესასვლელთან ფეხსაცმელი გავიხადე. უკან დაბრუნებისასკი ვეღარ ვიპოვე ისინი. სტიუარდესას ვკითხე: „სად არის ჩემი ფეხსაცმელი? ხომ არ გინახავთ? მან მიპასუხა, რომ არ უნახავს, თუმცა ორი წუთის შემდეგ მითხრა: „ვწუხვარ, მაგრამ მგონი, თქვენი ფეხსაცმელი თბილისში დავტოვეთ. როცა საპირფარეშოში იმყოფებოდით, ვიფიქრეთ, რომ ეს ფეხსაცმელი მგზავრს არ ეკუთვნოდა. თვითმფრინავიდან რომ ჩამოვედი, წვიმიან ამინდში ავტობუსამდე ფეხსაცმლის გარეშე მომიწია მისვლა. ბოლოს, ინვალიდის სავარძელში მომათავსეს და მითხრეს, რომ მჭირდებოდა სპეციალური მოვლა. მე ვარწმუნებდი მათ, რომ არ ვიყავი ინვალიდი. თუმცა თანამშრომელებმა თქვეს, რომ უმჯობესი იქნებოდა, ვმჯდარიყავი ეტლში და წამიყვანეს „დაკარგული“ ნივთების სექციაში. შემდეგ, რატომღაც, იფიქრეს, რომ მე გიჟი ვარ, ვიტყუები, მაგრამ, ბოლოს, ჩემდა გასახარად, მათ გამოიძახეს პილოტი და პილოტმა დაამტკიცა, რომ ჩემი ფეხსაცმელი მათთანაა. ბოლოს, მივიღე ფული და ვიყიდე ფეხსაცმელი, ჩემი დაკარგული ფეხსაცმელი კი მხოლოდ ორი კვირის შემდეგ მომიტანეს. ამგვარად დასრულდა ეს ამბავი. შესაძლოა, ეს ყველაზე სასაცილო ისტორია არაა, მაგრამ ყველაზე დასამახსოვრებელია ჩემთვის.

რომელია ყველაზე ჩაკეტილი ქვეყანა ბიბლიის გავრცელებისთვის და რატომ?

 

მე ვფიქრობ, რომ ასეთი ადგილია ჩრდილოეთ კორეა, რადგან ქვეყანაში არსებული დიქტატორული რეჟიმი ქვეყნის წინსვლას აფერხებს. თუმცა, მე მაინც მიმაჩნია, რომ ღმერთისთვის ყველაფერი შესაძლებელია და მათი ერისთვისაც, ისევე, როგორც სხვა ერებისთვის, საევანგელიზაციოდ გზა გაიხსნება.

რა გვესაჭიროება დღეს აღორძინებისთვის?

ვფიქრობ, ლოცვა ჩვენთვის ყველაზე აუცილებელია. ხალხმა ახალი შემართებით უნდა დაიწყოს ლოცვა და ღმერთის ძიება. მე ასევე მიმაჩნია, რომ მქადაგებლებმა უფრო თამამად უნდა იქადაგონ სახარება.

ერთხელ ლესტერ სამრალმა თქვა: „რასაც ქადაგებთ, იმას იღებთ.“ როდესაც თამამად იწყებთ ქადაგებას, რაღაც ხდება. თქვენ ქადაგებთ განკურნების შესახებ და ადამიანები იკურნებიან. თქვენ იწყებთ ქადაგებას დახსნაზე და ხალხი დახსნილ იქნებიან. ამიტომ მე ვლოცულობ, რომ მქადაგებლებმა ახალი სითამამით და მხნეობით დაიწყონ ქადაგება, რათა გაბედულად ილოცონ ავადმყოფ ადამიანებზე და გამოვიდნენ თავიანთი კომფორტის ზონიდან. მე მწამს, რომ მაშინ ღმერთი დაიწყებს დიდებული საქმეების ქმნას.

თარგმანი: სოფო გურაშვილი.

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე.

ჩატვირთვა...