ინტერვიუ ფრანკლინ გრემთან: ღმერთს სინჯარაში ვერ მოვათავსებთ

0 108

თბილისში, ექვსიდან რვა ივნისამდე იმედის ფესტივალია დაგეგმილი. ყველაზე მასშტაბური საევანგელიზაციო ღონისძიება გავლენიანი ამერიკელი მქადაგებლის, ღირსი ფრანკლინ გრემის ორგანიზებით ტარდება.

ორგანიზატორთა თქმით ფესტივალში 150-ზე მეტი ქრისტიანული კონფესია მიიღებს მონაწილეობას. მისი მიზანი საზოგადოებამდე ქრისტიანულ ღირებულებებზე დაფუძნებული იმედის უწყების მიტანაა.
ღირსი ფრანკლინ გრემი ბილი გრემის ევანგელისტური ასოციაციის დირექტორი და საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის “სამარიტელთა ქისა”-ს პრეზიდენტია.

ბილი გრემი, რომელსაც ამერიკელ პროტესტანტ პაპსა და „პრეზიდენტების პასტორსაც” ეძახიან, ყველაზე დიდი პროტესტანტულ ორგანიზაციის – სამხრეთის ბაპტისტური კონვენციის ლიდერია. მას აქტიური ურთიერთობა ჰქონდა უახლოესი ისტორიის აშშ-ს თითქმის ყველა პრეზიდენტთან და მათი ნომერ პირველი სულიერი მრჩეველი და მოძღვარი იყო.

ღონისძიება სპორტის სასახლეში უნდა ჩატარებულიყო, ისე როგორც 2011 წელს ჩატარდა – სამწუხაროდ ვეღარ ტარდება. უმნიშვნელო, შესაძლოა განგებ მოწყობილი ხანძრის გამო, სპორტის სასახლის ადმინისტრაციამ უარი თქვა ღონისძიების მასპინძლობაზე მიუხედავად წინასწარი შეთანხმებისა. “პროტესტანტი პაპის” ორგანიზაცია სხვა ადგილის ძიებაშია.

იმედს ვიტოვებთ, რომ ხელოვნურად შექმნილი დაბრკოლებების და მართლმადიდებლობის დროშის ქვეშ მოქმედი ექსტრემისტების მუქარის მიუხედავად, ღონისძიება წარმატებით ჩაივლის.

თეორემამ ფრანკლინ გრემთან ინტერვიუ ჩაწერა.

წყარო

ჩატვირთვა...