ფილიპ რენერი: მსახურების დაწყებამდე 30 წამით ადრე მითხრეს, რომ ჩემი გოგონა კვდებოდა…

0 908

ეკლესია „კეთილი უწყების“ (მოსკოვი) ახალგაზრდული მსახურების ხუცესმა, განდიდების გუნდის ხელმძღვანელმა, მუსიკოსმა და შემსრულებელმა ფილიპ რენერმა 316NEWS-თან ინტერვიუში ისაუბრა იმის შესახებ, სწორად როგორ უნდა ავარჩიოთ სათანადო მუსიკა.

აშშ-ში დაბადებული ფილიპ რენერი უკანასკნელი 11 წლის განმავლობაში ცხოვრობს და მსახურობს რუსეთში და ეს, როგორც თავად ამბობს, ეს საუკეთესო დროა მის ცხოვრებაში. ჯერ კიდევ 11 წლის ასაკში მას გაუჩნდა მსახურების სურვილი: „თავიდან დასუფთავებით, ნაგვის გატანითა და აპარატურის ტარებით ვიყავი დაკავებული, მხოლოდ შემდეგ გავხდი განდიდების გუნდის ხელმძღვანელი. ახალგაზრდებისათვის მსახურების გაწევა მთელი ჩემის ცხოვრების უდიდესი სურვილი გახლდათ“.

ახალგაზრდების ხელმძღვანელის თვალსაზრისით, არის თუ არა  მსოფლიოში პოპულარული მუსიკა ახალგაზრდების სულიერი განვითარებისათვის პრობლემა?

რა თქმა უნდა. ადამიანი თუ უსმენს ღვთის სიტყვას, ყოველდღიურად კითხულობს ბიბლიას, აქვს ღმერთთან გამუდმებული კავშირი, მის შინაგანში ჩნდება შეგრძნება, რომელიც კარნახობს იმას, თუ რის მოსმენა არ ღირს; თუ უგულებელვყოფთ „ფილტრაციის“ ამ შეგრძნებას, შემდეგ კარგისა და ცუდის გარჩევას ვეღარ შევძლებთ. მაშინ, უეცრად აღმოაჩენ, რომ, თითქოს არსაიდან, გონებაში ჩნდება გაუგებარი ფიქრები, ხანდახან უცნაური სიზმრებიც კი გესიზმრება და იწყებ თავის მართლებას: „მე ხომ ასეთი არ ვარ“. სიმღერის ტექსტი თუ განშორებასა და იმედგაცრუებას შეეხება, თუ ბილწი სიტყვები გამოიყენება, თუ მღერიან იმაზე, რომ საკუთარი თავი უნდა განადიდო, ნუ მოუსმენ მას. სხვათა შორის, ინსტრუმენტალურ მუსიკაშიც შეიძლება იყოს უარყოფითი გზავნილი.

გამოდის, მუსიკაც იყოფაშავადდათეთრად?

კი, თუმცა არ შემიძლია ვთქვა, რომ ყველა არაქრისტიანული მუსიკა ცუდია. საქმე სიმღერის აზრშია! ყველაფერში არის გზავნილი. მაგალითად, როკ-კონცერტებზე ბევრი გოგონა კარგავს ქალწულობას. ეს ერთგვარი ამბოხია, რომლის ზეგავლენითაც ზოგი თვითმკვლელობასაც სჩადის. ნებისმიერ მუსიკას აქვს სულიერი ზეგავლენა. სიტყვები შეიძლება იყოს გულწრფელი და არც ძალიან ცუდი, მაგრამ მუსიკა, თავად მელოდია, მაინც გადმოსცემს ავტორის პირად სულიერ მდგომარეობას. ის, რითიც ავტორია დაკავებული, რასაც საქმიანობს, როგორც ცხოვრობს, როგორ აღიქვამს სამყაროს, ეს ყველაფერი ნოტების მეშვეობით გადმოიცემა. სწორედ ამიტომ, საჭიროა, უბრალოდ მივყვეთ სულიწმიდას. ის მიგვითითებს იმაზე, რაზეც არ ღირს ჩვენი ყურადღების გამახვილება.

რას იტყვით მუსიკაზე, რომელიც პროპოგანდას უწევს სიკეთესდა ქრისტიანულ ფასეულობებს, მაგრამ არ განადიდებს ღმერთს? სასურველია ის უფლისთვის?

სიმართლე გითხრათ, დღეს ძალიან ცოტაა ნეიტრალური მუსიკა. მე, როგორც მუსიკოსი ვამბობ: ვწერ იმაზე, რაც გადავიტანე, ანუ, მოვედი სახლში კონფერენციის შემდეგ, ვიგრძენი უფლის სულის შეხება, ავიღე გიტარა, წავიკითხე წმინდა წერილი და შეიქმნა სიმღერა. ადამიანები მას რომ მოუსმენენ, მათზეც იგივე ცხებულება გადმოვა, რაც ჩემზე იყო, მაგრამ არსებობს საპირისპირო სიტუაციები. მაგალითად, ადამიანი მიდის სახლში, რომელიც შეყვარებულმა მიატოვა, იღებს გიტარას და უკრავს, მღერის განშორებაზე. შესაბამისად, უარყოფის ამ გრძნობის შესახებ სხვა ადამიანებიც მოისმენენ. იქნება ასეთი ადამიანი ქრისტიანული ფასეულობებით სავსე? მე, როგორც განდიდების გუნდის ლიდერს, მჯერა, რომ როდესაც სცენაზე გამოდიხარ, სუფთა უნდა იყო და არა ბინძური. რა თქმა უნდა, არის სიტუაციები, როცა შედიხარ მაღაზიაში და ცუდი სიმღერა გესმის. შევნიშნე, რომ, როდესაც იქიდან გამოდიხარ, თავს ბინძურად გრძნობ, დაბანაც კი გინდება. ყველა მუსიკას შეუძლია სულიერი ზეგავლენის მოხდენა, მაგრამ ცოტაა ისეთი, რომელშიც ნეიტრალური გზავნილია.

დღეს ბევრი ცნობილი მომღერალი მღერი ღმერთზე. როგორი დამოკიდებულება უნდა გვქონდეს მათდამი, იმის გათვალისწინებით, რომ მათ რეპერტუარში ე.წ. „ცოდვილიმუსიკაც არის?

უნდა მოვუსმინოთ სულიწმიდის ხმას და ვკითხოთ საკუთარ თავს, შემიძლია თუ არა ამას ვუსმინო? უფრო ღრმად უნდა შევხედოთ ამ ყველაფერს. სულიწმიდა მშვიდი ქარის ქროლვასავით არის, ის მიგითითებთ, რა აირჩიოთ, მაგრამ ის ჯენტლმენია და არ გაიძულებთ, არჩევანი ყოველთვის თქვენზეა დამოკიდებული. სწორედ ამიტომ, არ შეიძლება სულიწმიდის უგულებელყოფა, არ შეიძლება მისთვის ყურის მოყრუება, არ შეიძლება ღმერთისთვის კარის დაკეტვა, როდესაც ის აკაკუნებს. ეს ყველაფერს შეეხება: ფილმებს, წიგნებს, თამაშებს და ა.შ.

რა განსხვავებაა თაყვანისცემასა და განდიდებას შორის?

ტექნიკური თვალსაზრისით, განდიდებას აქვს უფრო სწრაფი ტემპი, თაყვანისცემის მუსიკას კი უფრო ნელი. განდიდების მუსიკა ეს არის მუსიკა, რომელიც აცხადებს გარკვეულ ჭეშმარიტებათ, სადაც ჩვენ ვამბობთ, როგორია ჩვენი ღმერთი, რა დიდებულია, საოცარი, ჩვენ აღვწერთ მის სასწაულებს. განდიდება იარაღია მაშინ, როდესაც ადამიანი მართლაც ცუდადაა; ეს იმას ნიშნავს, რომ დროა ღმერთის განდიდებისა. უბრალოდ, განადიდე ღმერთი, ის შენთან იქნება.

ებრაელთა წინაშე მტრის უზარმაზარი ჯარი როცა იდგა, უფალმა უთხრა მეფეს, რომ ლევიანები დაეყენებინა წინ. ლევიანები გალობნდნენ, ადიდებდნენ ღმერთს. საბოლოოდ, ღმერთმა სასწაული მოახდინა და ებრაელებმა გაიმარჯვეს. რატომ? იმიტომ, რომ მათ თაყვანისცემა და განდიდება დააყენეს უფრო მაღლა, ვიდრე საკუთარი შესაძლებლობები. ასე იქნება მარად, რადგან ქება იარაღია.

თაყვანისცემა ბერძნულად „კოცნას“ ნიშნავს, ანუ ეს არის ძალიან ახლო ურთიერთობა ღმერთთან. თაყვანისცემაა, როდესაც შენ იხსნები ღვთის წინაშე, როდესაც უზიარებ შენს სურვილებს, როდესაც ეცემი მუხლებზე. შენ ხომ არ გრცხვენია საყვარელი ადამიანის წინაშე ტირილის, მისი ჩახუტების, არ გეშინია უთხრა მას ყველაზე საშინელი და სანუკვარი საიდუმლოებანი, რაც შენს ცხოვრებაშია. ეს კი ჩვენი უფალია, ის ჩვენკენ მოდის, ჩვენ კი სხვა მხარეს გავრბივართ, მაგრამ ის არ უხვევს გზიდან; ის მაინც ამბობს: „მოდი, ჩაგეხუტები“, მაშინაც კი, როდესაც უღირსებად მივიჩნევთ თავს, მაგრამ დიდება ღმერთს, არსებობს ჯვარი და ამ მსხვერპლმა გაგვხადა ღირსნი.

იყო თუ არა თქვენს ცხოვრებაში რთული სიტუაციები, როდესაც უბრალოდ, ადამიანურად არ გინდოდათ სცენაზე ასვლა და განდიდების მსახურების გაძღლა? როგორ გადალახეთ ეს?

მახსოვს, როდესაც ჩემი გოგონა პერიოდულად ავად ხდებოდა და ერთხელაც დამირეკეს და მითხრეს, რომ ის არ სუნთქავდა და სიკვდილის პირას იყო. მე კი განდიდების მსახურება უნდა დამეწყო 30 წამში. არ მქონდა დრო ჩემ ნაცვლად სხვა დამეყენებინა. უცებ ღმერთმა მითხრა გულში: „დამშვიდდი, უბრალოდ დამშვიდდი.” გადავწყვიტე სცენაზე ავსულიყავი. პირველი საგალობლის დროს ვამბობდი: „აღაპყარით ხელები და მიუძღვენით ღმერთს დიდება, ღმერთი დიადია, მას არ სძინავს, ის არ თვლემს, მისი ყური არ დამძიმებულა, მას ძლევამოსილი ხელები აქვს, ის კურნავდა ორი ათასი წლის წინათ. ის კურნავს დღესაც, უბრალოდ გაიხარეთ ქება-დიდებით, სძლიეთ საკუთარ თავს, უბრალოდ იხარეთ ღმერთის თანდასწრებით“.

ამ დროს ვგრძნობდი, თითქოს რაღაც თეატრალურ დადგმაში ვმონაწილეობდი, მაგრამ უკვე მეორე საგალობლის დაწყებიდან, დამავიწყდა, რომ ჩემი შვილი ავად იყო. დამავიწყდა პრობლემები და უბრალოდ უფალს ვადიდებდი. განდიდების მსახურების შემდეგ დამირეკეს და მითხრეს, რომ ჩემი გოგონა დახტოდა, დარბოდა და ყველაფერი ნორმალურად იყო. ღმერთმა სასწაული მოახდინა. მსგავსი რამ საკმაოდ ბევრჯერ მომხდარა.

თქვენი აზრით, რომელ თვისებას აფასებს ღმერთი უპირველეს ყოვლისა?

რთულია ამ კითხვაზე პასუხის გაცემა, მაგრამ მე ასე ვიტყვი: არის ორი რამ, რასაც ღმერთი აფასებს: ეს არის სუფთა გული, რადგან წერია, რომ გულით სუფთანი იხილავენ ღმერთს; მეორე არის სურვილი. უნდა გქონდეთ სურვილი ღმერთთან ერთად წინსვლის. ადამიანს როცა არც სუფთა გული აქვს და არც შეცვლის სურვილი, ღმერთი, ამ შემთხვევაში, ვერაფრის გაკეთებას ვერ შეძლებს.

წყარო

 

ჩატვირთვა...