ინტერვიუ რიჩარდ და საბინა ვურმბრანდებთან (ვიდეო)

0 183

ინტერვიუ ჩაწერილია 1989 წელს. რიჩარდ ვურმბრანდის სახელი მრავალი ადამიანისათვის არის ცნობილი მთელ მსოფლიოში.  მისი წიგნებიდან ყველაზე ცნობილია „ქრისტესათვის წამებულნი“, რომელიც სამ მილიონ ეგზემპლარად გაიყიდა. წიგნის მოგვითხრობს იმის შესახებ, თუ როგორ გაატარა რიჩარდ ვურმბრანდმა 14 წელი რუმინეთის ერთ-ერთ ციხეში ძირითადად იმის გამო, რომ ის მარქსიზმ-ლენინიზმისა და თავის ქვეყანაში არსებული კომუნისტური რეჟიმის წინააღმდეგ გამოდიოდა. წიგნის დაწერის შემდეგ ის ძალიან ცნობილი გახდა მთელ მსოფლიოში. შემდეგ კიდევ რამდენიმე წიგნი გამოსცა. რამდენიმე აქ მაქვს, მაგალითად: „ღმერთთან დარჩენილი“, „ქრისტე ებრაულ გზაზე“. ეს წიგნები რიჩარდ ვურმბრანდს ეკუთვნის, რომელიც წარმოშობით ებრაელია და თანაც ქრისტიანი. ასევე მას ეკუთვნის წიგნები: „ბავშვთა ბაგეებით“, „ასი რამ, რასაც ციხეში ყოფნისას მივხვდი“, „მარქსი და სატანა“.

ჩატვირთვა...