ვასილ დოცენკო: აუცილებელია ასწავლოთ ბავშვს უფლისა და ღვთის მცნებათა შესახებ

0 155

ქალაქ ნოვოსიბირსკის ეკლესია „ქვაკუთხედის“ ხუცესმა ვასილი დოცენკომ, სამი ვაჟის მამამ, 316NEWS-თან ინტერვიუში ისაუბრა შვილების აღზრდის საიდუმლოებათა შესახებ, ხაზი გაუსვა მამა-შვილს შორის ახლო და ნდობით სავსე ურთიერთობათა მნიშვნელობას და აღნიშნა დედის როლი მომავალი მამაკაცების აღზრდის პროცესში.

როგორ უნდა აღზარდო ქრისტიანად საკუთარი ვაჟი?

– აუცილებელია ასწავლოთ ბავშვს უფლისა და ღვთის მცნებათა შესახებ, მაგრამ, ყველაზე მთავარია არ მოახვიოთ თავს თქვენი გზა, არამედ დაეხმაროთ შვილს აღმოაჩინოს თავისი პირადი გზა. ჩემი მიზანი ის კი არაა, რომ ჩემი ვაჟი ჩემს ნაკვალევს გაჰყვეს, არამედ ის, რომ მან საკუთარი ცხოვრების გზა გაიკვლიოს ღმერთთან ერთად, მიაგნოს თავის მოწოდებასა და დანიშნულებას. ურწმუნო ოჯახების ერთ-ერთი პრობლემა ის არის, რომ ისინი ყველაზე მნიშვნელოვნად მატერიალურ უზრუნველყოფას მიიჩნევენ. ბავშვებს კი ეს ხელს აძლევს. მათ სურთ, რომ აძლევდნენ ყოველივე საჭიროს და არ ერეოდნენ მათ ცხოვრებაში. ქრისტიანებს არა აქვთ ასე მოქცევის უფლება; მათ უნდა ესმოდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარი შვილების ცხოვრებაში მონაწილეობა.

მთავარია მეგობრულ ურთიერთობათა შენარჩუნება, რომ შვილი ენდობოდეს მშობლებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩემი შვილები მიზიარებდნენ, მიყვებოდნენ ყველაფერს, მაშინაც კი, როდესაც არ ვეთანხმები და არ ვიზიარებ მათ აზრსა, თუ სურვილებს. ყველაზე მთავარი ბავშვთან ურთიერთობათა შენარჩუნებაა, რადგან სწორედ ოჯახის წევრები არიან ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანები.

როგორ უნდა მოიქც მშობელი იმისათვის, რომ მონაწილეობა მიიღოს შვილის ცხოვრებაში და არ გადაიზარდოს კონტროლში?

– ეს დამოკიდებულია იმაზე, რა კუთხით განვიხილავთ საკითხს. ბევრ რამეს, რასაც მშობლები აკეთებენ, შვილები კონტროლად აღიქვამენ. მე შემიძლია რაიმეს ვუწოდო მონაწილეობა, ხოლო მათ შეუძლიათ თქვან, რომ ეს არის კონტროლი. მაგალითად, 14 წლის მოზარდმა ციმბირის ზამთარში, როცა -35 გრადუსია ყინვა, შეიძლება ლამაზი ვარცხნილობის გამო არ დაიფაროს ქუდი, რადგან ჰგონია, რომ სკოლა ახლოსაა. ჩემი ჩარევა, პატარა ზეწოლა ან ზრუნვა, შესაძლოა, მან კონტროლად აღიქვას. მე ჩავერევი ბავშვის ცხოვრებაში იმდენად, რამდენადაც ეს შესაძლებელია. მე მინდა დავეხმარო და ვიზრუნო მათზე, მაშინაც კი, როდესაც ზრდასრულნი იქნებიან. საკითხი ისაა, მიიღებენ თუ არა ისინი ამას.

შესაძლოა თუ არა ბავშვს ჩამოვუყალიბოთ ღვთისადმი პირადი ერთგულება, თუ ის თავად უნდა მივიდეს იქამდე, რომ უფალს მიუძღვნას საკუთარი თავი?

–  მე მხოლოდ დახმარება შემიძლია ამ საკითხში, მაგრამ ჩემს არც ერთ ვაჟს არ შეუძლია ჩემი რწმენით ცხოვრება. მანამ, სანამ მოვინანიებდი, ვხედავდი, რომ ჩემს მეუღლეს, ნატაშას, რომელიც მაშინ ჯერ კიდევ ახლო მეგობარი გახლდათ, ჰყავდა ღმერთი, დედამისს ჰყავდა ღმერთი; ერთ დღესაც მეც მოვუხმე ჩემს უფალს. დიახ, ეს ჩვენი ერთი, საერთო ღმერთია, მაგრამ აქ საუბარია ჩემს პირად გადარჩენაზე.

ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბავშვებისთვის. ისინი ივლიან ეკლესიაში, მაგრამ იქნება შეჯახებანი და მათ მიეცემათ საშუალება დამოუკიდებლად აირჩიონ. შესაძლოა, მათ კითხვის ნიშნის ქვეშ მოაქციონ ჩემი რწმენა და შეხედულებები და განსაჯონ, რამდენად სწორი და ჭეშმარიტია ისინი. ისინი ყველაფერს თავიანთ პრიზმაში გაფილტრავენ, საკუთარი გაგებისა და აღქმის მეშვეობით. სწორედ ამიტომ, ყველაფერი, რის გაკეთებაც შემიძლია, გახლავთ სიყვარულითა და ურთიერთგაგებით სავსე გარემო, რამდენადაც ეს შესაძლებელია. დანარჩენი ყველაფერი მათი არჩევანია, ისინი ვერ იცხოვრებენ ჩემი ცხოვრებით და მე კი მათით. რა რთულიც უნდა იყოს, მე მხოლოდ დახმარება შემიძლია, ამის იქით მათი არჩევანია, მათი გზა.

რა როლს თამაშობს ვაჟის აღზრდაში დედა და რა როლს მამა?

– დედასა და მამას შორის ერთიანობა უნდა იყოს. სწორედ მშობლების შეთანხმება და ერთობა უწყობს ხელს ბავშვების განვითარებას. ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი, რაც მშობლებმა უნდა გააკეთონ, გახლავთ შვილებისათვის სიყვარულის მიცემა. დედა ზეგავლენას ახდენს შვილების აღზრდაზე, მაგრამ დედის სახე მათ მამის სახით მეშვეობით ჩამოუყალიბდებათ. ბავშვებს უნდა ესმოდეთ, რომ მამა და დედა ერთნი არიან და არა ნაწილები, რომლებიც შეერთდნენ. მათ უნდა იცოდნენ, რომ ისინი ჩამოყალიბებული, სრული პიროვნებები არიან, რომლებიც ერთნი გახდნენ. ღმერთთან 1+1=1. ბავშვებმა უნდა იცოდნენ, რომ მშობლებს არა აქვთ საიდუმლოებანი ერთმანეთისგან. ვაჟი თუ ხედავს, რომ მამა პატივს სცემს თავის ცოლს, ისიც პატივს სცემს თავის დედას, ხოლო მომავალში − თავის მეუღლეს.

ხასიათის ომელი სამი, ძირითადი  შტრიხი უნდა ჩამოუყალიბოს მამა თავის ვაჟ?

– ყველაზე კარგი ქრისტეს კვალდაკვალ სვლაა. სწორედ იქიდან გამომდინარეობს დანარჩენი პასუხისმგებლობაც და ერთგულებაც. ერთხელ ერთი ცხადი გახდა ჩემთვის. ეს ჯერ კიდევ ჩემი ქრისტიანული ცხოვრების დასაწყისში მოხდა: ადამიანი, რომელიც არ არის ღმერთის ერთგული, ვერასოდეს იქნება ადამიანების ერთგული. ადამიანი, რომელიც ცხოვრობს ღვთის წინაშე, არ ცხოვრობს ადამიანთა წინაშე, მან იცის, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს. ღმერთი თუ პირველ ადგილზეა, დანარჩენი განსაზღვრულ მოზაიკად ლაგდება: მამაკაცი იქნება ერთგულიც, პასუხისმგებლობის მქონეც, როგორც საკუთარ ქცევებზე, ასევე დაპირებებზე. ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი ადამიანი ღვთის წინაშე ცხოვრობს.

წყარო: http://316news.org/semya/kak-vospitat-syna-xristianina/

ჩატვირთვა...