სანდრა რობერტსი – გასაოცარი ქალის ისტორია

0 89

-პირველ რიგში, მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რომ გამოყავით დრო ჩვენთვის.

-დიდი მადლობა თქვენ, ეს დიდი პრივილეგიაა და კურთხევაა, მადლობა.

-ჩვენთვისაც ასევე, ძალიან ბედნიერი ვარ ამ შესაძლებლობით. მე წავიკითხე თქვენი ბიოგრაფია, თქვენ 13 წლის ასაკში გადაწყვიტეთ, რომ ღმერთს გაჰყოლოდით, მოგვიყევით თუ შეიძლება ამის შესახებ, რაიმე განსაკუთრებული მოხდა, თუ უბრალოდ დინებას მიჰყევით?

-თავდაპირველად, როდესაც მე ვიყავი 7 წლის, პირველად ვილოცე, მე არ გავზრდილვარ მლოცველ ოჯახში, არც არავის უთქვამს ჩემთვის, რომ  უნდა მერწმუნა ღმერთის, და ღმერთმა შეისმინა ჩემი ლოცვა, ასე რომ უკვე 7 წლის ასაკში ვიცოდი, რომ ღმერთი ლოცვებს პასუხობს. და როდესაც უფროსკლასელი ვიყავი, ჩვენს სკოლაში მოვიდა ინდოელი მისიონერი, მე ვერ მივხდვი რას ქადაგებდა, მაგრამ წავედი სახლში და ჩემს მშობლებს ვუთხარი, რომ როდესაც გავიზრდები უნდა გავხდე მისიონერი და წავიდე ინდოეთში სახარების საქადაგებლად. ჩემს მშობლებს დიდად არ სწამთ ღმერთი, ამიტომ ცოტათი აღშფოთდნენ. აი მე უკვე სამჯერ ვიყავი ინდოეთში. ასე რომ ვფიქრომ, იმიტომ გადავწყვიტე გავყოლოდი ღმერთს, რომ მე მიყვარს იგი.

-მე ვიცი, რომ თქვენ ბევრს მოგზაურობთ და ქადაგებთ სახარებას აზიაში, ასევე იყავით კორეასა და იაპონაში, არის რაიმე განსაკუთრებული მიზეზი, თუ რატომ გიყვართ ასე ძალიან აზიელი ხალხი?

-ალბათ იმიტომ რომ მე მისიით ვიმყოფებოდი კორეასა და იაპონიაში, როდესაც 20 წლის ვიყავი და უბრალოდ შემიყვარდა ეს ხალხი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ მის შემდეგ მე მქონდა ხედვა ღმერთისაგან, რომ უნდა წავიდე ყველა ერში. მე ვქადაგებდი ესპანურ ეკლესიებში, ავსტრალიაში, კოლუმიაშიც ვიყავი, სხვა ქვეყნებშიც ვაპირებ წასვლას, ასევე აფრიკაში წავალ მაისში. ასე რომ მხოლოდ აზიაში აღარ მივსახურებ, მაგრამ ყველაფერი აქედან დაიწყო.

-მშვენიერია. გაჰყვე ღმერთსა და მის სიტყვას არაა ადვილი, მე ეს საკუთარი გამოცდილებიდანაც ვიცი, რა არის თქვენთვის ყველაზე რთული ნაწილი, რომ გაჰყვე ქრისტეს? შეიძლება არის რაიმე დაბრკოლება ან სიტუაციები?

-მოგზაურობა. ეს ძალიან ძნელია, უზომო დროის განმავლობაში გზაში მიწევს ყოფნა, მე უკვე 61 წლის ვარ, და მარტო მოგზაურობა ჩემთვის ძალიან რთულია, ხანდახან თან მაქვს ხოლმე მძიმე ჩანთებიც. ასევე ზოგჯერ საკმაოდ ძნელია ხალხთან ურთიერთობა, როცა მხედავენ მე ზოგს ჰგონია, რომ ძალიან მდიდარი ვარ და მთხოვენ თავიანთი პროექტების დაფინანსებას, მე არ მაქვს იმდენი, რომ ყველას დავეხმარო, ამიტომ უნდა გქონდეს სიბრძნე და გონიერება, რომ იცოდე რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი და ვის უნდა დაეხმარო პირველ რიგში. ზოგ ადამიანს მხოლოდ ფული აინტერესებს და ეს ძალიან სამწუხაროა.

-გასაგებია. გთხოვთ, მოგვიყევით თქვენი წიგნის შესახებ, მე წავიკითხე რამდენიმე გვერდი, შესანიშნავი იყო.

-პირველი წიგნია, რომელიც დავწერე, იმიტომ დავწერე, რომ როდესაც მალაიზიაში ვიყავი ,იქ ერთ ეკლესიაში ვატერებდით მსახურებებს და ბევრი ადამიანი გათავისუფლდა დემონებისაგან და ეკლესიის მწყემსმა მთხოვა დამეწერა წიგნი დახსნაზე, რადგან სჭირდებოდათ სწავლება ამის შესახებ. ჩემთვის დახსნა, არ არის მხოლოდ დემონების განდევნა, არამედ ის რომ გათავისუფლდე სულიერად და ხორციელად. ბევრი დემონური ძალა თავს ესხმის ადამიანის სხეულს და ადამიანი ავადდება, მაგრამ უმეტესად დემონური ძალების თავდასხმის არე არის სული, გონება და ემოციები, იმიტომ რომ ადამინები ხშირად კარს ღიას უტოვებენ მათ. შეიძლება, ეს კარი იყოს გარყვნილება ახალგაზრდა ასაკში,  ან მრუშობა, ან ჯადოქრობა, ან რაიმე შთამომავლობითი წყევლა, და მტრისთვის დატოვილი ღია კარი კი ნიშნავს, რომ მას შეუძლია შემოვიდეს და იბატონოს, მაგრამ იოანეს 1 წერილის 3:8 მუხლში წერია, რომ გამოჩნდა ძე ღვთისა, რათა დაერღვია ეშმაკის საქმენი.” მთავარი, რასაც მე ვქადაგებ ყველგან სადაც მივდივარ არის ეს, რომ როდესაც იესო მოდის, ეშმაკის ძალები იმსხვრევა და იმსხვრევა, როდესაც უფლის სუფევა მოდის, როგორც ქრისტემ გვასწავლა, რომ გველოცა მოვიდეს სუფევა შენი, იყოს ნება შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქვეყანასა ზედა. იმიტომ რომ სასუფეველში არაა ავადმყოფობა, არაა მწუხარება, ტანჯვა, ნაღველი, არც ერთი მათგანი, ასე რომ როდესაც ვლოცულობთ ამ ლოცვით, ჩვენ ვლოცულობთ, რომ მოვიდეს უფლის სუფევა და ეშმაკის ძალებისაგან გათავისუფლება. მე ძალიან მინდა ვნახო, თუ როგორ თავისუფლდება ხალხი, ისინი შეიძლება იყვნენ დემონური ძალების მოქმედების ქვეშ და საჭიროებდნენ დახსნას, მაგრამ თვითონ დახსნა უფრო დიდი მცნებაა, ეს არის ისწავლო სიარული თავისუფლებაში და სისრულეში, ამიტომაც დავარქვი ჩემს წიგნს: „დახსნა: თავისუფლება და სისრულე“

-შთამბეჭდავია, მინდა ასევე გკითხოთ, თქვენს მსახურებაზე, როგორც მუსიკოსს, თქვენს მსახურებას ჰქვია “Zameiru Ministry”, რაც ებრაულად გალობას ნიშნავს, („ზამერუ ელოჰიმ ზამეირუ, ზამერუ ლ’მალკეინუ“ –„უგალობეთ, უგალობეთ ღმერთს! უგალობეთ, უგალობეთ ჩვენს მეფეს!“ ფსალ. 46:6) როგორ ხედავთ მუსიკით უფლის მსახურებას?

-პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩვენ უფლის თაყვანსაცემად ვართ შექმნილები და ყველა ჩვენთაგანში არის ამის უნარი, რომ  განვადიდოთ იგი. ადამიანის სულში არის ღრმა ხვრელი, რომელიც მხოლოდ უფლის თანდასწრებით შეიძლება იქნეს ამოვსებული, სწორედ უფლის განდიდებას მოაქვს ღმერთის თანდასწრება, და სწორედ ეს გვჭირდება ჩვენ ყველაფერზე მეტად ცხოვრებაში. და როდესაც ჩვენ განვადიდებთ უფალს, და ვუახლოვდებით მას ჩვენ ვივსებით სიხარულით, მშვიდობით, ვიძენთ თავისუფლებას. ეს ყველაფერი აუცილებლად თან ახლავს ღმერთის თანდასწრებას, და ასევე ღვათებრივი გამოცხადებაც. ლოცვა გვაძლევს გარღვევას ცხოვრებაში, ღმერთის სიტყვა-ნიშნებსა და სასწაულებს, ხოლო უფლის თაყვანისცემა კი უფრო და უფრო გვაახლოებს მასთან. ასე რომ მუსიკით მსახურებაში, ყველაზე მთავარია, ღმერთის თანდასწრების მოსვლა, და როდესაც სულიწმინდა ეხება ადამიანებს ზოგჯერ ტირიან, რადგან სჭირდებათ მონანიება, ზოგი ღებულობს განკურნებას და როგორც ესაიას 61 თავში წერია: უფალი ღმერთის სულია ჩემზე, რადგან მცხო უფალმა, რომ ვახარო შეჭირვებულთ, წარმომგზავნა მე გულგატეხილთა შესახვევად, რომ გამოვუცხადო ტყვეებს თავისუფლება და პატიმართბორკილების ახსნა;  ასეც ხდება ხოლმე უფლის სულის თანდასწრებისას. გალობისას ხალხის გულები იცვლება და ინანიებენ, იკურნებიან გულგატეხილობისაგან, მწუხარებისა და ჯავრისაგან, სულიწმინდის მეშვეობით. აი სწორედ ესაა მუსიკით მსახურება, რომ ხალხი დაუახლოვდეს ღმერთს და მიიღოს განკურნება.

მინდა გავიხსენო ერთი შემთხვევა, როდესაც მალაიზიაში ვიყავი ჩემმა მეგობარმა დამირეკა პაკისტანიდან, მითხრა, რომ ძალიან მაღალი სიცხე ჰქონდა, უკვე სიკვდილის პირას იყო. მე დავიწყე შუამდგომლობა და ლოცვა მისთვის, დავიწყე დაკვრა და სიმღერა, რომ მას გასცილებოდნენ ბოროტი ძალები და ეცოცხლა. ყველა წყევლა იმსხვრევა იესო ქრისტეს სახელით. მან დამიმოწმა შემდეგ, რომ  იმ მომენტიდან რაც მე ლოცვა დავიწყე, ტემპერატურამ იწყო კლება და დილით უკვე სრულიად ჯანმრთელი იყო. დიდება ღმერთს!

-ხომ არ გაიხსენებდით, ყველაზე დიდ სასწაულს თქვენს მსახურებაში, ან მოგზაურობაში, მესმის არ არსებობს დიდი და პატარა სასწაულები, სასწაული ეს სასწაულია, მაგრამ ხომ არ გაიხსენებით, თქვენი აზრით, ყველაზე შთამბეჭდავ ისტორიას?

-მართალია. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ ზოგი სასწაული უცებ ხდება, ზოგჯერ კი შეიძლება როგორც პროცესი ისე იყოს, მაგალითად ზოგჯერ ადამიანები წამში იკურნებიან, ხანდახან კი ეს გრძელი პროცესია. პაკისტანში ჩვენ ბევრი სასწაული ვიხილეთ, რვა ბრმას თვალები აეხილა, ხუთი ყრუ-მუნჯი განიკურნა მსახურებებზე და ინვალიდებმა გაიარეს. ეს ყველა ძალიან დიდი სასწაულები იყო. ასევე პაკისტანში ჩვენ ვეხმარებოდით ღარიბ ხალხს, რომლებიც პირდაპირ რკინიგზის პირას ცხოვრობდნენ, მთავრობა კი მათ სახლებს ანგრევდა ბულდოზერით და ისინი უსახლკაროდ დარჩნენ. ჩვენ მათ მივუტანეთ კარვები და ვეხმარებოდით და ვლოცულობდით მათთვის, და იქ იყო ერთი ქალბატონი, რომელსაც 12 წელი არ გაევლო, ყოველდღე გამოჰყავდათ და ხის ქვეშ სვამდნენ. ჩვენ ვილოცეთ ხალხისთვის და შემდეგ მასთან მივედით ხელი დავადეთ და ვილოცეთ და მე ვკითხე, ქალბატონო, თუ შეგიძლიათ, რომ წამოდგეთ, და იგი ადგა, შემდეგ ხელი ხელში გავუყარე და ვკითხე შეგიძლიათ გაიაროთ ჩემთან ერთად? და მან დაიწყო სიარული. იგი 12 წელი ინვალიდი იყო, ვერ დადიოდა, ეს საოცარი სასწაული იყო. მე ბევრჯერ ვნახე ასეთი სასწაული და ყოველთვის ვამბობ: „ღმერთო, რა საოცარი ხარ!“ და როდესაც ილოცებ ბრმა ადამიანისთვის და იგი უცებ ხედავს, „ ღმერთო, მართლა რა საოცარი ხარ!“  ყრუ-მუნჯებს ესმით და დედამ პირველად გაიგონა, თუ როგორ ლაპარაკობს მისი ბავშვი და ცრემლები  ჩამოდის მის ლოყებზე, და ფიქრობ, საოცარია ღმერთი, რომელიც თვალს უხელს ბრმებს, კურნავს ყრუ-მუნჯებსა და ხეიბრებს! მე უბრალოდ მიხარია, როდესაც ვხედავ, თუ როგორ იცვლება მათი ცხოვრება.

-და ბოლოს, რას ეტყოდით დღევანდელ ქრისტიანებს?

მე მინდა, ვთქვა: შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულით, მთელი შენი სულით, მთელი შენი ძალითა და მთელი შენი გონებითდა იცოდეთ, რომ იესო ქრისტე აღსდგა მკვდრეთით. ჩვენ ყველა ვცოდავთ, ვბერდებით და ვკვდებით, ჩვენი სხეული ისევ მტვრად იქცევა, მაგრამ იესო ქრისტე მოვიდა ზეციდან, იცხოვრა უნაკლოდ, და არასოდეს შეუცოდავს და როდესაც იგი მოკვდა, მისი სხეული არ გაიხრწნა და არ დაუბრუნდა მიწას, იმიტომ რომ მას აქვს ძალაუფლება და ძალა მკვდრეთით აღდგომის, და რადგან იგი აღსდა მკვდრეთით მას აქვს სრული ძალაუფლება ზეცაში და ქვეყანაზე. ამიტომ ვარ ქრისტიანი, მან მოგვცა ეს ძალაუფლება და უფლება, რომ ვილოცოთ ავადმყოფთათვის და ვიხილოთ მათი განკურნება. იგია მიზეზი იმისა რომ ჩვენ გვაქვს ცოდევებისგან გამოსყიდვა, რადგან მოკვდა და აღსდგა და მისი მსხვერპლის გარეშე, რომელიც გაიღო ჯვარზე, არ გვექნებოდა ცოდვების პატიება. იგი რომ არ აღმდარიყო მკვდრეთით ძალაუფლება არ გვექნებოდა და ასე რომ მან ჩვენთვის თავი გაიღო და ვინც კი მას ირწმუნებს, ბიბლია ამბობს, რომ არ დაიღუპება. ღმერთს ვუყვარვართ კანის ფერის მიუხედავად, მდიდარი ვართ თუ ღარიბი, კაცი, ქალი თუ ბავშვი, ბიბლიაში წერია: „ვინც კი მას ირწმუნებს, არ მოკვდება, არამედ ექნება საუკუნო სიცოცხლე.“(იოანე 3:16) ასე რომ იესოს იმდენად ვუყვარვართ, რომ ჩვენთვის მოკვდა, პირველ რიგში რადგან ცოდვების პატიება გვქონოდა და რომ ჩაეწერა ჩვენი სახელები სიცოცხლის წიგნში, რომ ჩვენ არ დავიღუპოთ. იესო ქრისტე-ამ სახელს ორი მნიშვნელობა აქვს, „იესო“ სიტყვასიტყვით ნიშნავს, „მხსნელს“, მან გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან და ვინც კი მას ირწმუნებს გადარჩება. „ქრისტე“ ნიშნავს „მესიას“ რაც ნიშნავს „ცხებულს“ ანუ „მეფეს“ და მას აქვს სამეფო და მისი სამეფო სინათლის სამეფოა, და როდესაც ჩვენ ვირწმუნებთ მას ჩვენ გამოვდივართ ეშმაკის სამეფოდან, სიბნელიდან ნათელში. „მესია“  ნიშნავს „ცხებულს“, ანუ იგი ცხებულია, რომ თვალი აუხილოს ბრმებს, სმენა მისცეს ყრუებს, განკურნოს ხეიბრები და გაგვათავისუფლოს ყველა მტრისაგან. ასე რომ როდესაც გვწამს მისი სახელის, ჩვენ გვაქვს გადარჩენა, განკურნება, დახსნა და ჩვენ ვიგებთ, თუ რა საოცარია მასთან ერთიერობა, როდესაც თაყვანს ვცემთ მას! ჰალელუია!

ინტერვიუ ჩაიწერა სპეციალურად Jesus.Ge – სთვის visualbible.info_ს მხარდაჭერით.

ოფიციალური საიტი: http://zameiru.com/about.html

Paypal – ის ანგარიში (დახმარების მსურველთათვის): [email protected]

 

ჩატვირთვა...