„Googling God“ – სადიკუსიო შეხვედრების სამდღიანი ციკლი სტუდენტებისთვის

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირისა და თბილისის საერთაშორისო ქრისტიანული საზოგადოების ორგანიზებით 2, 3 და 4 მაისს, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში, ჩატარდება შეხვედრების სერია, სახელწოდებით – „Googling God”.

„Googling God“ არის სადიკუსიო შეხვედრების სამდღიანი ციკლი სტუდენტებისთვის, რომელზეც მოწვეული სტუმარი – საერთაშორისო მომხსენებელი, ავტორი და აპოლოგეტი მაიკლ ოთსი, შეეცდება სტუდენტებთან ერთად უპასუხოს კითხვებს:

• რა არის ცხოვრების აზრი?
• როგორ შეიძლება იესო ქრისტე იყოს ერთადერთი გზა ღმერთამდე?
• სად არის ღმერთი, როდესაც გარშემო ამდენი ტანჯვა და უსამართლობაა?

მაიკლ ოთსი უკვე თოთხმეტი წელია მოღვაწეობს დიდ ბრიტანეთში, მოგზაურობს მრავალ ქვეყანაში და სიტყვით გამოდის სხვადასხვა უნივერსიტეტებში გამართულ ღონისძიებებზე.
მისი გამოსვლებისა და წიგნების თემა ცხოვრების მთავარ ფილოსოფიურ საკითხებს ეხება და ქრისტიანულ რწმენაში არსებულ „წინააღმდეგობებს“ პასუხობს. ოთსი უკვე მეორედ ეწვევა საქართველოს და ამჯერად „Googling God”-ის ფარგლებში სტუდენტებთან შეხვედრებს გამართავს.

ღონისძიების შესახებ დამატებითი იფორმაციისთვის დარეკეთ – 571 07 35 95

ჩატვირთვა...