3 და 4 ნოემბერს რეფორმაციის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიმართება

0 151

საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის მიერ ინიცირებული, რეფორმაციის 500 წლისთავისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია „რეფორმაციის 500 წელი და საქართველო“, 3 და 4 ნოემბერს, სულხან-საბა ორბელიანის სასწავლო უნივერსიტეტის 405-ე აუდიტორიაში გაიმართება. კონფერენცია დილის 10 საათზე დაიწყება და საღამოს 20 საათამდე გაგრძელდება.

კონფერენციის მიზანია, საქართველოში რეფორმაციის მემკვიდრეობის და კვალის შესწავლა და გაანალიზება, მსჯელობა მის აწმყოსა და სამომავლო პერსპექტივებზე. კონფერენციის მომხსენებელთა შორის იქნებიან როგორც სამეცნიერო და არასამთავრობო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლები.

კონფერენციაზე წარმოდგენილია  თემები: რეფორმაცის თეოლოგიური საფუძვლები, რეფორმაციის პროგრესი, ლუთერანობა საქართველოში, ცნობები აუგსბურგის აღსარების ქართულად თარგმნის შესახებ, პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოს რამდენიმე ასპექტი, რეფორმაცია და ქრისტიანული მოწოდება პროფესიაში, პროტესტანტული მედია საქართველოში, სტუდენტების დამოკიდებულება რელიგიურ უმცირესობებთან და სხვა.

გამომსვლელთა შორის იქნებიან: ვარლამ რამიშვილი, სტივენ დრეი, რუსუდან გოცირიძე, მიხეილ ჩერენკოვი, გურამ კუტალია, ირინა სოლეი და სხვები.

ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია.

ჩატვირთვა...