28-29 სექტემბერს ბათუმში ახალგაზრდული კონფერენცია გაიმართება

1 354

28-29 სექტემბერს ბათუმში ახალგაზრდული ქრისტიანული კონფერენცია გაიმართება. კონფერენცია 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, თუმცა წელს მისი მასშტაბი გაიზარდა და ბათუმის წმიდა სამების ეკლესია ორი დღის განმავლობაში გაცილებით მეტ ახალგაზრდას უმასპინძლებს. კონფერენციაზე განხილული იქნება ახალგაზრდებისათვის აქტუალური და საინტერესო საკითხები, ჩატარდება სემინარები, დისკუსიები, პრეზენტაციები და მასტერკლასები. კონფერენციას ორგანიზებას უწევს სპეციალური კომიტეტი, რომელის წევრებიც აჭარის სხვადასხვა პროტესტანტულ ეკლესიებს წარმოადგენენ. კონფერენციაზე მოწვეულია აჭარაში მოქმედი 12 პროტესტანტული ეკლესია და ორი ქრისტიანული ორგანიზაცია.

კონფერენციას დაესწრებიან სპიკერები ბათუმიდან , ქუთაისიდან და თბილისიდან: ვარლამ რამიშვილი, გურამ იმერლიშვილი, ალექსი ბელენკო, ანდრეი კრანი, მალხაზ ქამხაძე, ომარი საცერაძე, მირანდა საცერაძე, გიორგი ნასყიდაშვილი და ნატალია ჩიქოვანი.

29 სექტემბერს დილის 12 საათიდან ქალაქში მოეწყობა სამახარებლო ღონისძიება. გარდა ამისა დღის განმავლობაში სცენა დაეთმობათ შემსრულებლებს აჭარიდან, ასევე ახალგაზრდულ ბენდს თბილისიდან, ირაკლი ხუბაშვილის ხელმძღვანელობით.

 

29 სექტემბერს საღამოს, 18 საათზე ახალგაზრდული კონფერენცია გრანდიოზულად დაიხურება ფესტივალით, სადაც ახალგაზრდა შემსრულებლები და ჯგუფები შეასრულებენ ქრისტიანულ სიმღერებს, ორგანიზატორების თქმით ახალგაზრდებს წინ უამრავი სიურპრიზი ელით.

დაინტერესების შემთხვევაში დარეკეთ ნომერზე: +995 555 32 58 96

ჩატვირთვა...