„ქრისტიანულმა არხმა” ბავშვებისთვის სააღდგომო ღონისძიება გამართა

0 209

24 აპრილს, თბილისის სახარების რწმენის ეკლესიაში „ქრისტიანული არხის“ ორგანიზებით საბავშვო ღონისძიება ჩატარდა. ღონისძიებას ესწრებოდნენ სოციალურად დაუცველი და განსაკუთრებული საჭიროების მქონე ბავშვები. ორგანიზატორებმა ბავშვებს გასართობი პროგრამა შესთავაზეს, ასევე შედგა მულტფილმ „სუპერწიგნის“ სააღდგომო სერიის ჩვენება, ღონისძიების დასასრულს კი ბავშვები ანიმაციის მთავარ გმირს, გიზმოს შეხვდნენ.

ჩატვირთვა...