„სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების საერთაშორისო კონგრესი

1-დან 5 მარტამდე „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების საერთაშორისო გაერთიანებამ საქართველოში, ყვარელში, რიგით მესამე 2016 წლის კონგრესი ჩაატარა. საერთაშორისო კონგრესს დაესწრო, 29 ქვეყნიდან ჩამოსული, დაახლოებით, 250 ხუცესი და მსახური  მათ შორის იყვნენ მატს-ოლა ისჰოელი (რუსეთი), კარლ-გუსტავ სევერინი (შვედეთი), არტურ სიმონიანი (სომხეთი) და ა.შ.

„სიცოცხლის სიტყვა“ მოწოდებულია, რომ მისწვდეს ყველა კულტურას. მისი სულიერი დნმ არის სახარება, რწმენის სწავლება, ცხოვრება სულიწმიდით, მისია, ერთიანობა“, – განაცხადა საერთაშორისო გაერთიანება „სიცოცხლის სიტყვის“ პრეზიდენტმა, კრისტიან ოკერჰელმა, კონგრესის გახსნისას.

„კონგრესი უბრალო კონფერენცია არ არის. საქართველოში ჩვენ, უპირველეს ყოვლისა, იმისათვის შევიკრიბეთ, რომ განგვეხილა ძირითადი საკითხები, რომლებიც ყველა ეკლესიას ეხება და დაგვესახა საერთო მიმართულება. „სიცოცხლის სიტყვის“ თითოეული ნაციონალური განშტოების უნიკალურობის მიუხედავად, ჩვენ ვართ საერთო ისტორიისა და საერთო სამომავლო ხედვის ერთი სულიერი მოძრაობა“, – წერია ეკლესიის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

კონგრესი დასრულდა წმინდა ზიარებით. „სიცოცხლის სიტყვის“ ეკლესიების მომდევნო კონგრესი ჩატარდება სამი წლის შემდეგ.

წყარო

ჩატვირთვა...