სადისკუსიო შეხვედრების ციკლი საბაუნიში

0 112

27 მაისიდან 29 მაისის ჩათვლით, საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირის (სქსკ) ორგანიზებით, სულხან-საბა ორბელიანის სახელობის უნივერსიტეტში ტარდება 3-დღიანი სადისკუსიო შეხვედრების ციკლი სტუდენტებისთვის. შეხვედრებს წაუძღვება თეოლოგიის მაგისტრი გიორგი ბახტაძე. დასწრება თავისუფალია.

„არსებობს კითხვები, რომელსაც ყველა დროში, თითქმის ყველა ადამიანი სვამს, მიუხედავად იმისა, რომელ ეთნიკურ ჯგუფს თუ სოციალურ ფენას მიეკუთვნება: საიდან მოვდივართ? საიდან გავჩნდი ამქვეყნად? რისთვის ვარსებობ? სადისკუსიო შეხვედრები შეეხება სწორედ ამ საკითხებს, თუ რატომ ეძებს ადამიანი რაღაც აღმატებულს, ზებუნებრივსა და ზეციურს.” – ამბობს გიორგი ბახტაძე ვიდეომიმართვაში სტუდენტებისადმი.

27 მაისი, ორშაბათი 13:00 სთ – “რელიგიის ფილოსოფია”

28 მაისი, სამშაბათი 14:00 სთ – “რატომ ქრისტიანობა?”

29 მაისი, ოთხშაბათი 13:00 სთ – “პრაქტიკული ქრისტიანობა”

დისკუსიები თითოეულ დღეს გაგრძელდება საღამოს არაფორმალურ გარემოში სქსკ-ს ოფისში, პ. იოსელიანის 37-ში.

THEO Talks

სადისკუსიო შეხვედრების ციკლი სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში

Gepostet von IFES in Georgia • სქსკ am Freitag, 24. Mai 2019

ჩატვირთვა...