საბაუნიში სქსკს მიერ ორგანიზებული კონფერენცია ჩატარდება

0 172

19-20 ოქტომბერს სულხან-საბა ორბელიანის უნივერსიტეტში საქართველოს ქრისტიან სტუდენტთა კავშირისა (IFES in Georgia) და საბაუნის ორგანიზებით ყოველწლიური საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია SOLA FORUM/სოლა ფორუმი ჩატარდება. კონფერენციის თემაა – „ევანგელური ქრისტიანობა: ფესვები, აწმყო და მნიშვნელობა კავკასიისთვის.“

19 ოქტომბერს დილის 10 საათზე კონფერენციას ქათრინ შტაინბაუერი გახსნის მოხსენებით „ბიბლიური საფუძვლები.” ამავე დღეს აუდიტორიის წინაშე სხვადსხვა საინტერესო თემით წარდგებიან სპიკერები: ტატიანა კოპალეიშვილი, სოფიო ბახტაძე, გურამ იმერლიშვილი, სტივენ პოლ დრეი, სერგო ნამორაძე და გევორქ ჰარუთიუნოვი.

20 ოქტომბერს  SOLA FORUM-ზე მომხსენებლები იქნებიან: გიორგი აბულაშვილი,სტივენ პოლ დრეი, ნუგზარ ბარდაველიძე, მარინა შირინიანი, დერექ ქოუფლეი. კონფერენცია კი შემაჯამებელი დისკუსიით დასრულდება თემაზე: ევანგელური ქრისტიანობის აწმყო და მომავალი: მისი ადგილი და წვლილი კავკასიაში.

კონფერენციის მომხსენებელთა შორის იქნებიან როგორც სამეცნიერო და არასამთავრობო, ასევე სასულიერო წრეების წარმომადგენლები. კონფერენციას დაესწრებიან სტუდენტებიც. მსურველთათვის დასწრება თავისუფალია.

ჩატვირთვა...