„როცა ერთად ვართ, ძლიერნი ვართ” – ახალგაზრდული კონფერენცია ბათუმში

0 261

28-29 სექტემბერს ბათუმში ახალგაზრდული ქრისტიანული კონფერენცია ჩატარდა. კონფერენციის დევიზი გახლდათ: „როცა ერთად ვართ, ძლიერნი ვართ.“ აღნიშნული ღონისძიება 2016 წლიდან ყოველწლიურად ტარდება და მას ტრადიციულად ბათუმის წმიდა სამების ეკლესია მასპინძლობს.

კონფერენციაზე განხილული იყო ახალგაზრდებისათვის აქტუალური და საინტერესო საკითხები; ჩატარდა სემინარები სხვადასხვა თემებზე; ასევე დისკუსიები, პრეზენტაციები და მასტერკლასები.

კონფერენციას ორგანიზება გაუწია სპეციალურმა კომიტეტმა, რომლის წევრებიც აჭარის სხვადასხვა პროტესტანტულ ეკლესიებს წარმოადგენენ. კონფერენციაზე მიწვეული გახლდათ აჭარაში მოქმედი 12 პროტესტანტული ეკლესია და ორი ქრისტიანული ორგანიზაცია.

29 სექტემბერს დილის 12 საათზე ქალაქში მოეწყო სამახარებლო ღონისძიება. დღის განმავლობაში სცენა დაეთმოთ ახალგაზრდა შემსრულებლებს აჭარიდან, ასევე ახალგაზრდულ ბენდს სახელწოდებით „მესამე“ თბილისიდან, ირაკლი ხუბაშვილის ხელმძღვანელობით. საღამოს კი ფესტივალი საზეიმო ვითარებაში გრანდიოზული ფეიერვერკით დაიხურა.

 

ჩატვირთვა...