რელიგიური უმცირესობები კონსტიტუციაში დაგეგმილ ცვლილებებს ეწინააღმდეგებიან

0 120

25 სექტემბერს, TDI-მ არასამთავრობო ორგანიზაციებთან, აკადემიურ ინსტიტუტებსა და იურისტებთან ერთად გაავრცელა განცხადება, რომელშიც მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, გაითვალისწინოს რელიგიური გაერთიანებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, იურისტების, აკადემიური ინსტიტუტებისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაცია და რელიგიის თავისუფლებაში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხის შემცველი ნორმა იმგვარად შეცვალოს, რომ ის შეესაბამებოდეს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით გათვალისწინებული რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზნებს.

რელიგიური უმცირესობების წარმომადგნელები აკრიტიკებენ მუხლს, რომელშიც საუბარია რელიგიური თავისუფლების შეზღუდვაზე სახელმწიფო უსაფრთხოების გამო. მათ მიაჩნიათ, რომ კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერი, კონკრეტულად კი რელიგიური თავისუფლების შეზღუდვის ისეთი მიზეზები, როგორიცაა სახელმწიფო უსაფრთხოება, დანაშაულის თავიდან აცილება და მართლმსაჯულების განხორციელება, საერთაშორისო სტანდარტებს ეწინააღმდეგება.

დღესვე რელიგიური უმცირესობების წარმომადგენლები “რესპუბლიკური პარტიისა” და “ნაციონალური მოძრაობის” წევრებს შეხვდნენ. შეხვედრაზე განხილული იყო რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორუფლებიანობის დაცვის საკითხები ადგილობრივი თვითმმართველობის პოლიტიკის კონტექსტში.

წყარო

 

ჩატვირთვა...