ომბუდსმენი: რელიგიის თავისუფლების კუთხით არსებული სისტემური პრობლემები უცვლელია

„რელიგიის თავისუფლების, ტოლერანტობის და თანასწორუფლებიანობის კუთხით არსებული სისტემური პრობლემები უცვლელია. რელიგიურ უმცირესობებს საკულტო თუ სხვა ტიპის ნაგებობების მშენებლობისას კვლავ ექმნებათ ბარიერები მშენებლობის ნებართვის გაცემაზე პასუხისმგებელი ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მხრიდან“, ნათქვამია ომბუდსმენის ახალ, 2016 წლის ანგარიშში, რომელიც 2017 წლის 2 აპრილს გამოქვეყნდა.

„საჯარო სკოლებში რელიგიური უმცირესობანი ხშირად ხდებიან დისკრიმინაციული მოპყრობის მსხვერპლნი: ისინი ორგანიზებულად დაჰყავთ მართლმადიდებლურ ტაძრებში, ხდება მათი დალოცვა“, ნათქვამი იყო სახალხო დამცველის გასული წლის ანგარიშში.

სახალხო დამცველის თქმით, რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენელი მოსწავლეები ხშირად იძულებულები ხდებიან არ გაამჟღავნონ აღმსარებლობა იმ მოტივით, რომ თავიდან აიცილონ უმრავლესობის მხრიდან გარიყვა და დისკრიმინაცია. რელიგიურ უმცირესობათა წარმომადგენლები ერიდებიან გადადგან რაიმე ქმედითი ნაბიჯები საკუთარ უფლებათა დასაცავად, რადგან მიაჩნიათ, რომ, ამ შემთხვევაში, ისინი უფრო მასშტაბური დისკრიმინაციის მსხვერპლნი აღმოჩნდებიან.

სახალხო დამცველის წლევანდელ ანგარიშში ნათქვამია, რომ რელიგიური თავისუფლების კუთხით არსებული პრობლემები უცვლელია. უჩა ნანუაშვილი მიიჩნევს, რომ დისკრიმინაციასთან ბრძოლის პროცესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამოწვევა თანასწორობის საკითხებზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და შემწყნარებლური გარემოს ჩამოყალიბებაა.

წყარო

ჩატვირთვა...