ოლეგ ხუბაშვილი: „ვგმობთ, 12 მარტს ვალეში მომხდარ ფაქტს”

0 551

12 მარტს, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და ლიტერატურა დაწვეს.

აღსანიშნავია, რომ სოფელი ვალე ისტორიულად კათოლიკური უმრავლესობით დასახლებული სოფელია.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის ეპისკოპოსმა ოლეგ ხუბაშვილმა საკუთარ ფეისბუკ გვერდზე განცხადება გაავრცელა:

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ვალეს წმიდა ნინოს სახელობის სამლოცველოსთან უცნობმა პირებმა კათოლიკური ხატები და ლიტერატურა დაწვეს.

საქართველოს სახარების რწმენის ეკლესიის სახელით ვგმობთ 12 მარტს ვალეში მომხდარ ფაქტს, კათოლიკე ეკლესიის ლოცვის წიგნებისა და ხატების დაწვის შესახებ.

ეს არის ძალიან სამწუხარო და ამავდროულად სამარცხვინო ფაქტი,რომელიც ერთხმად არის დასაგმობი,რათა შემდგომში არ მოხდეს მომხდარის წახალისება.

ვფიქრობ,რომ მთავარი სიტყვა გამოძიებამ უნდა თქვას და მისცეს სწორი სამართლებრივი შეფასება. ერთხმად ვუცხადებთ თანადგომასა და მხარდაჭერას საქართველოს კათოლიკე ეკლესიის მრევლს.”

ჩატვირთვა...