კონფერენცია ილიაუნში – „თავისუფლება და რელიგია გერმანიასა და საქართველოში“

20-21 აპრილს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის წიგნის სახლში „ლიგამუსი“, ფრიდრიხ ნაუმანის ფონდის, სავლე წერეთლის ფილოსოფიის ინსტიტუტის, გერმანიის საელჩოს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტისა და ევანგელურ-ლუთერანული ეკლესიის ორგანიზებით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „რელიგიური თავისუფლება გერმანიასა და საქართველოში“.

ხუთშაბათს, 20 აპრილს ჩატარდა ლექციები თემებზე: „თავისუფლება და რელიგია“, „რეფორმაციის თავისუფალმა აზროვნებამ (1517) ევროპა შეცვალა“, „ქრისტიანული ეკლესიის განვითარება და ცვლილება: როგორც დასავლეთის, ასევე, მართლმადიდებლური ეკლესიის გადმოსახედიდან“ და „ქართული მართლმადიდებლური ეკლესიის გზა წარსულსა და აწმყოში, პოლიტიკური და საზოგადოებრივი ცვლილებების გათვალისწინებით.“

კონფერენცის პირველ დღეს მომხსენებლები იყვნენ: პეტერ-ანდრეას ბოხმანი, ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი, პროფ. გიგა ზედანია, პროფ. ტასილო შმიდტიერი, პროფ. ათინა ლექსუტი, ასოც. პროფ. ლევან გიგინეიშვილი და ასოც. პროფ. სოფიო ზვიადაძე.

21 აპრილს 16:00 საათზე, საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში გაიმართა სადისკუსიო პანელი „რელიგია და რეფორმა გერმანიასა და საქართველოში“. დისკუსიის განმავლობაში საუბარი მიმდინარეობდა იმის შესახებ, თუ რა გავლენა იქონია გერმანიასა და საქართველოში პარალელურად მინდინარე მოვლენებმა საზოგადოების ჩამოყალიბებასა და ღირებულებების განსაზღვრის პროცესში.

დისკუსიის მონაწილეები გახლდნენ: დავით უსუფაშვილი (პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე), დოქტ. ირმგარდ შვაიცერი (გერმანიის ყოფილი ფედერალური მინისტრი; ევანგელური ეკლესიის წმინდა სინოდის ხელმძღვანელი), ბექა მინდიაშვილი (თეოლოგი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი) და პროფ. დოქტ. ლუიზე შორნ-შუეტტე (გოეთეს უნივერსიტეტი ქ. ფრანკფურტი მაინზე).

 

წყარო

ჩატვირთვა...