ისრაელის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში

საქართველოსა და ისრაელს შორის დიპლომატიური თანამშრომლობის 25 წლისთავთან დაკავშირებით, ისრაელის პრეზიდენტი რეუვენ რივლინი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით ეწვია. ისრაელის დელეგაცია საქართველოში იერუსალიმში მომხდარი ტერაქტიდან მეორე დღეს ჩამოვიდა.

9 იანვარს რუვენ რივლინი უკვე შეხვდა საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრს. ისრაელის პრეზიდენტისა და პირველი ლედის საპატივსაცემოდ, პრეზიდენტის სასახლეში ოფიციალური სადილი გაიმართა.

მიღებაზე საქართველოს პრეზიდენტმა ისაუბრა ქართველი და ებრაელი ხალხის 26-საუკუნოვან მეგობრობაზე და აღნიშნა, რომ რივლინის ვიზიტი ამ მეგობრობის კიდევ ერთი თვალსაჩინო მაგალითია.

საქართველო-ისრაელის ურთიერთობაზე ისაუბრა ისრაელის პრეზიდენტმაც და ქართველ კოლეგას ისრაელისთვის მძიმე წუთებში გამოხატული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

10 იანვარს, ვიზიტის მეორე დღეს რუვენ რივლინი პარლამენტის თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს, შეხვდა. ცნობილია, რომ მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

წყარო

ჩატვირთვა...