თელავში თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან რელიგიური გაერთიანებების შეხვედრა გაიმართა

0 158

8 მაისს, TDI-ის ორგანიზებით შეხვედრა გაიმართა თელავის მუნიციპალიტეტის მერიაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს ბაპტისტური ეკლესიის, სახარების რწმენის ეკლესიის, ბაპტისტური კავშირისა და პროტესტანტული ეკლესიის “სიცოცხლის სიტყვა” წარმომადგენლები, თელავის საკრებულოს თავმჯდომარე არჩილ თხლაშიძე, თელავის მერის მოადგილე ალექსანდრე საჩიშვილი და მერიის სხვა წარმომადგენლები. 


შეხვედრაზე განხილული იყო საკულტო ნაგებობების მშენებლობის, საბჭოთა რეჟიმის მიერ ჩამორთმეული ნაგებობების რესტიტუციის, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვის, კულტურული და რელიგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისა და წახალისების, რელიგიური გაერთიანებების სოციალური, საქველმოქმედო, კულტურულ-საგანმანათლებლო საქმიანობის მხარდაჭერის, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებისა და რელიგიური გაერთიანებებისთვის აქტუალური სხვა საკითხები.


TDI-ის ორგანიზებით, ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელ პირებთან რელიგიური გაერთიანებების შეხვედრათა ციკლი იმართება ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში, რომლის მიზანია რელიგიური გაერთიანებების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, სახელმწიფოსა და რელიგიურ ორგანიზაციებს შორის დიალოგის ხელშეწყობა, რელიგიური გაერთიანებებისთვის პრობლემური საკითხების იდენტიფიცირება, ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებთან კომუნიკაციის გაუმჯობესება და მათი ცნობიერების ამაღლება დისკრიმინაციის აკრძალვის, რელიგიის თავისუფლებისა და თანასწორობის საკითხებზე.

ჩატვირთვა...