ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია ქართულ ენაზე

0 213

ქართველი ბავშვებისათვის უკვე ხელმისაწვდომია ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია, რომელიც YouVersion აპლიკაციათა ოჯახის უახლესი წევრია, უფასოა და ხელმისაწვდომია ანდროიდის და iOS სისტემის მქონე სმარტფონებისა და პლანშეტებისთვის. 

აპლიკაცია ქართულ ენაზე თარგმნა YouVersion-მა ორგანიზაცია OneHope-თან პარტნიორობით, ხოლო გახმოვანება შედგა Qristiani.ge STUDIO-ში.

ანიმაციებისა და ინტერაქციული თავგადასავლების მეშვეობით ბავშვები აღმოაჩენენ ბიბლიურ ისტორიებს. აპლიკაცია ბავშვებისათვის გასაგები და მარტივია. ფერადი ილუსტრაციები და შეხებითი აქტივობის მქონე ანიმაციები ბავშვების ჩართულობას ზრდის და ისტორია თითქოს მათ თვალწინ „ცოცხლდება“. გარდა ამისა, სპეციალური დავალებები საშუალებას აძლევს ბავშვებს, მოიპოვონ ჯილდოები.

ბიბლიის საბავშვო აპლიკაცია განკუთვნილია 7-დან 14 წლამდე ბავშვებისთვის.

აპლიკაციის ჩამოწერა შეგიძლიათ საიტიდან: www.bible.com/ka/kids

ჩატვირთვა...