თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ბავშვთა სახლის პრეზენტაცია გაიმართა

3 მაისს, თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე შედგა საოჯახო ტიპის ბავშვთა სახლის პრეზენტაცია. თავშესაფარი აშენდა ბაპტისტურ ეკლესიასთან არსებული არაკომერციული ორგანიზაცია „ნუგეშის სახლისა“ და გერმანული საქველმოქმედო ფონდის „Die Brucke zum Leben“-ის ერთობლივი პროექტის შედეგად. თავშესაფარი გათვლილია 12 ბავშვზე. მსგავსი პროექტები გერმანული საქველმოქმედო ფონდის დახმარებით წარმატებით განხორციელდა ევროპის სხვა ქვეყნებშიც. თბილისის საოჯახო ტიპის თავშესაფარში ბავშვთა შერჩევა და შესახლების საკითხი უახლოეს მომავალში გადაწყდება.

ჩატვირთვა...