9 წლის ბიჭი 2 წლის განმავლობაში იზრდიდა თმას სიმსივნით დაავადებულ ბავშვთათვის პარიკების დასამზადებლად

0 132

პატარა ბიჭუნამ ბოლოსდაბოლოს მოიჭრა თმა მას შემდეგ, რაც თქვა, რომ თმას სიმსივნით დაავადებული ბავშვებისთვის გაიზრდიდა.

კრისტიან მაკფილამი (Christian McPhilamy), რომელიც ფლორიდის შტატში, მელბურნში ცხოვრობს, იტანდა დაცინვას საკუთარი თანაკლასელებისა და ხანდახან, ზრდასრული ადამიანებისგან, თავისი გრძელი, ქერა თმის გამო. მას ამისათვის „გოგონას“ უწოდებდნენ, თუმცა კრისტიანი ამას იმის გამო აკეთებდა, რომ მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა წმინდა იუდას სახელობის ბავშვთა კვლევის საავადმყოფოს (St Jude Children’s Research Hospital) განცხადებამ, როცა ის 6 წლის იყო და ამ მიზეზით ის არავითარ ყურადღებას არ აქცევდა დაცინვას.

მიჩიგანში არსებული საქველმოქმედო საზოგადოება უფასოდ აძლევს თმას იმ ბავშვებს, რომლებმაც საკუთარი თმა დაკარგეს სიმსივნისა თუ დამწვრობათა შედეგად.

კრისტიანის დედამ, დინა თომასმა, იმ დღეს, როცა ბიჭმა თმა შეიჭრა, თქვა: „ორი წლის წინ ჩემმა ვაჟმა ნახა წმინდა იუდას საავადმყოფოს განცხადება ტელევიზიით, რამაც მისი ცხოვრება სამუდამოდ შეცვალა“.

„მან გადაწყვიტა თავად ჩაეტარებინა კვლევა და მოეძებნა დახმარების გზა. ორი წლის განმავლობაში თმის ზრდის შედეგად, კრისტიანმა თავის მიზანს მიაღწია და თავისი, 25 სმ-ის სიგრძის, თმა გაიღო ფონდისთვის „ბავშვები, რომელთაც თმა დაკარგეს“ (“Children with hair loss”). კრისტიანს ძლიან დიდი კრიტიკის და დაცინვის ატანა მოუწია ამ ხნის განმავლობაში. თავისი თანატოლები „გოგონას“ ეძახდნენ მას, მეგობრები და მასწავლებლებიც კი ურჩევდნენ, თმა შეეჭრა ან გაეყიდა. მას კი ერთხელაც არ უფიქრია თავისი მიზნიდან გადახვევა. ის ყოველთვის პოულობდა დროს იმისათვის, რომ სხვებისთვის ეთქვა, რატომ მიიღო თმის გაზრდის გადაწყვეტილება. მე მისით ვამაყობ.“

ჩატვირთვა...