ხელების გარეშე – როცა შეუძლებელი შესაძლებელია

0 119

პირველი კლასის მოსწავლემ ვირჯინიიდან მოიგო ხელწერის კონკურსი, მაგრამ ეს ჩვეულებრივი რამ არ გახლავთ, 7 წლის ანიამ მოახერხა ყოფილიყო 300 000 კონკურსანტზე უკეთესი… ხელების გარეშე.

” ნამდვილად ცოტა რამ არსებობს, რაც ამ გოგონას არ შეუძლია. ანია დაიბადა ხელების გარეშე, მაგრამ იგი არ ნებდება, აქტიურია,დამოუკიდებელი და არ უშინდება მძიმე სამუშაოს. ჩვენ გავოცდით, როდესაც ვუყურებდით მის ნაწერს, რომელიც შეფასდა იმ ნამუშევრებთან შედარებით, რომლებიც შესრულებული იყო ხელით, ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით. ” – განაცხადა ქრისტიანული აკადემიის წარმომადგენელმა პრესასთან საუბრისას.

” ეს შეიძლება თქვენთვის უცხო და განსხვავებული იყოს , ეს შეიძლება იყოს რთული და ხანგრძლივი, მაგრამ არ უნდა დანებდეთ. ” – განაცხადა გოგონას დედამ ბიანკა მიდლტონმა.

P.S ის, წერს უკეთესად ხელების გარეშე, ვიდრე 300 000 ადამიანი, რომელთაც აქვთ ორივე კიდური… ეს ნიშნავს იმას, რომ შეუძლებელიც შესაძლებელია, როდესაც არ ნებდები; ეს ნიშნავს, რომ არ არსებობს შეზღუდული შესაძლებლობები; ეს ნიშნავს, რომ თუ ღმერთმა მოგავლინათ ისეთი, როგორიც ხართ – ეს მშვენიერია, რადგან თქვენ იქნებით მისი დიდება დედამიწაზე, იმაზე მეტად ვიდრე წარმოგიდგენიათ. მიენდეთ ღმერთს და არასდროს დანებდეთ…

 

წყარო

ჩატვირთვა...