ნიკ ვუიჩიჩი და მისი მეუღლე ტყუპებს ელოდებიან

0 113

მქადაგებელი, რომელსაც კიდურები არ აქვს, ნიკ ვუიჩიჩი და მისი მეუღლე კანაე ტყუპებს ელოდებიან. ამის შესახებ მან თავისი ფეისბუკის გვერდზე დაწერა. ვუიჩიჩის თქმით, ეს ამბავი მან მამების დღეს გაიგო, რაც ძალიან დიდი საჩუქარი იყო მისთვის.

„მამების დღე ჩემთვის ძალიან განსაკუთრებული აღმოჩნდა, რადგან საოცარი რამ შევიტყვე!“  წერს ნიკ ვუიჩიჩი.

მილიონობით გამომწერმა მიულოცა ნიკსა და მის მეუღლეს ეს შესანიშნავი ამბავი.

აღსანიშნავია, რომ წყვილს უკვე ჰყავს ორი ვაჟი, ხუთი და ორი წლის.

Happy Father's Day to all the Dads out there! Today was an exceptionally extra special Father's Day for me, after we recently just found out something extraordinary! Thank you for your continued prayers for our growing family! God is good!

Posted by Nick Vujicic on Sonntag, 18. Juni 2017

ჩატვირთვა...