დენზელ ვაშინგტონი: „ღმერთს დაუთმეთ პირველი ადგილი”

0 534

ოსკარის მფლობელის, მსახიობ დენზელ ვაშინგტონის, სიტყვით გამოსვლა დილარდის უნივერსიტეტის კურსდამთავრებულთა ღონისძიებაზე.

ნომერი ერთი: ღმერთს მიეცით პირველობა. ღმერთს დაუთმეთ პირველი ადგილი ყველაფერში რასაც აკეთებთ. ყველაფერი რასაც ხედავთ ჩემში, ყველაფერი, რასაც მივაღწიე, ყველაფერი, რაც მაქვს და მე ძალიან მცირედი მაქვს, ყველაფერი რაც მაქვს, მხოლოდ ღმერთის მადლით მაქვს. უნდა გავიგოთ ის, რომ ეს საჩუქარია.

40 წლის წინ, 1975 წლის 27 მარტს, ეს იყო 40 წლის წინ, კოლეჯში ჩასაბარებლად საჭირო მოთხოვნები ვერ შევასრულე. საშუალო ქულა მქონდა – 1.7 (ერთი მთელი შვიდი მეათედი). იმედი მაქვს, რომ არც ერთ თქვენგანს არ გამოგიცდიათ ეს. საშუალო ქულა მქონდა. ვიჯექი დედაჩემის სილამაზის სალონში. თუ როგორ უწოდებდნენ, კოსმეტიკური კაბინეტი, დიახ.

დიახ, მე ვიჯექი სილამაზის სალონში და სარკეში ვიყურებოდი, სადაც ჩანდა ჩემ უკან, თმის საშრობის ქვეშ მჯდარი ქალბატონი. თავს ზემოთ ავწევდით არა, ვხედავდი, რომ სულ მე მიყურებდა. მიყურებდა თვალებში, არ ვიცი, ვინ იყო. მან კალამი ითხოვა და თქვა, რომ რაღაც უნდა დაეწერა ჩემთვის. ეს იყო 1975 წლის 27 მარტი. მან მითხრა: „ახალგაზრდავ, შენ იმოგზაურებ მთელ მსოფლიოში და მილიონობით ადამიანს დაელაპარაკები.“

კოლეჯში ვერ ჩავაბარე. ვფიქრობდი, ჯარში წავსულიყავი თუ რა გამეკეთებინა და ამ დროს ეს ქალი მეუბნება, რომ მსოფლიოში ვიმოგზაურებდი და მილიონობით ადამიანს დაველაპარაკებოდი.

დიახ, მე ვიმოგზაურე მსოფლიოში და ველაპარაკე მილიონობით ადამიანს, მაგრამ ეს არ არის ყველაზე მნიშვნელოვანი; ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რაც მან მასწავლა დამითხრა და რაც დღემდე მახსოვს. მე მიცავდნენ, გზას მიჩვენებდნენ, შეცდომებზე მიმითითებდნენ. მე ღმერთს არ ვუშვებდი ჩემიცხოვრებიდან და სწორედ მან შემაძლებინა თავმდაბლობის შენარჩუნება.

ყოველთვის არ დავდიოდი ღმერთს გვერდიგვერდ, მაგრამ ის ყოველთვის ჩემთან იყო. ამიტომ, იარეთ ღმერთთან, იყავით მასთან ყველაფერში, რასაც აკეთებთ. თუ ფიქრობ, რომ გინდა გააკეთო ის, რაც მე გავაკეთე, მაშინ გააკეთე, რაც მე გავაკეთე და დარჩი ღმერთთან.

ნომერი მეორე: გამოსცადეთ დიდი მარცხი. დიახ. დიდი მარცხი. დღეს არის თქვენი დანარჩენი ცხოვრების დასაწყისი და ეს შეიძლება გაშინებთ. ეს არის ახალი სამყარო, ეს არის ბოროტი სამყარო  და თქვენ მხოლოდ ერთხელ ცხოვრობთ, ამიტომ გააკეთეთ ის, რისკენაც გაქვს მისწრაფება. გამოიყენეთ შანსი, პროფესიას ვგულისხმობ.

არ შეგეშინდეთ მარცხის. არის ძველი ინტელექტის კოეფიციენტის ტესტი, სადაც 9 წერტილია და ხუთი ხაზი უნდა გაავლო ხელის აუღებლად. ერთადერთი ხერხი ამის გასაკეთებლად იყო ამ ჩარჩოს მიღმა გასვლა. თქვენც ნუ შეგეშინდებათ თქვენი ჩარჩოს მიღმა გასვლის.

ნუ შეგეშინდებათ, რომ იფიქროთ ჩარჩოს მიღმა, ნუ შეგეშინდებათ დიდი მარცხის. აღმატებულზე იოცნებეთ, მაგრამ გახსოვდეთ, რომ ოცნებები მიზნების გარეშე მხოლოდ ოცნებებია და ისინი, საბოლოოდ, იმედგაცრუებას გამოიწვევს. ამრიგად, გქონდეთ ოცნებები, მაგრამ ამავე დროს, გქონდეთ მიზნებიც, ცხოვრების მიზნები, მიზნები ყოველი წლისთვის, ყოველი თვისთვის, ყოველი დღისთვის. ვცდილობ, ყოველდღიურად მქონდეს მიზანი. უბრალო მიზნები, მაგრამ დაისახეთ ისინი და გესმოდეთ, რომ ამ მიზნების მისაღწევად დაგჭირდებათ დისციპლინა და დაჟინებულობა.

მიზნების მისაღწევად უნდა გამოიმუშავოთ დისციპლინა, რაც უკვე გააკეთეთ და დაჟინებულობა გამოიჩინოთ ყოველდღე, არა მხოლოდ სამშაბათს, ან რამდენიმე დღე მხოლოდ. უნდა იშრომო ამისათვის. ყოველდღე უნდა შეადგინო გეგმა. გსმენიათ გამოთქმა: ჩვენ არ ვგეგმავთ დამარცხებას, მაგრამ ვმარცხდებით იმაში, რომ არ ვადგენთ გეგმას.

ბეჯითად შრომა გამოგადგებათ მხოლოდ. წარმატებული ადამიანები ბეჯითად შრომობენ. გახსოვდეს, რომ მხოლოდ იმიტომ რომ უფრო ბევრს აკეთებ, იმას როდი ნიშნავს, რომ უფრო ბევრ საქმეს მიიყვან ბოლომდე.

მხოლოდ იმიტომ რომ უფრო ბევრს აკეთებ, იმას როდი ნიშნავს, რომ უფრო ბევრ საქმეს მიიყვან ბოლომდე.

არ დაიბნე, განაგრძე სვლა წინ.

დედაჩემმა მითხრა, რომ შემიძლია ვირბინო ერთ ადგილზე და ვერსად წავიდე. ამრიგად, არ შეწყვიტო ცდა, დაისახე მიზნები და განაგრძე წინსვლა.

ნომერი მესამე: ვერაფერს წაიღებთ იმქვეყნად. კიდევ ვიტყვი: ვერაფერს წაიღებთ იმქვეყნად. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენ ფულს შოულობ, მას მაინც ვერ წაიღებ თან. მნიშვნელობა არ აქვს, რამდენი გაქვს.

ყველას განსხვავებული ნიჭი გვაქვს, ზოგი ექიმი გახდება, ზოგი–  ადვოკატი, ზოგი – მეცნიერი,ზოგი – ექთანი, ზოგიც – მასწავლებელი დაზოგიც – მქადაგებელი. ყველაზე ეგოისტური საქციელი სხვა ადამიანის დახმარებაა. რატომ არის ეს ეგოისტური? იმიტომ რომ, კმაყოფილების, სიამოვნების ის განცდა, რომელიც გიჩნდება; ის კარგი გრძნობა, რომელიც სხვების დახმარების შემდეგ ჩნდება. არაფერია ამაზე უკეთესი: არც ძვირფასეულობა, არც დიდი სახლი, არც მანქანები. ესაა სიხარული.

აი, სადაა სიხარული. აი, სადაა წარმატება. ბოლოს, ვლოცულობ იმისათვის, რომ ამაღამ, სანამ დასაძინებლად დაწვებით, თქვენი ქოშები საწოლის ქვეშ დაალაგოთ და დილით, როცა გაიღვიძებთ, მუხლებზე დაიჩოქოთ ამ ქოშების ასაღებად.

მუხლებზე დგომისას კი თქვათ მადლობა მადლისთვის, მადლობა პატიებისთვის, მადლობა გაგებისთვის, მადლობა სიბრძნისთვის, მადლობა მშობლებისთვის, მადლობა სიყვარულისთვის, მადლობა სიკეთისთვის, მადლობა თავმდაბლობისთვის, მადლობა მშვიდობისთვის, მადლობა წყალობისთვის; წინასწარ თქვი მადლობა იმისათვის, რაც უკვე შენია.

აი, ასე ვცხოვრობ. აი, სად ვარ დღეს და ესაა ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რატომაც ვარ დღეს აქ. წინასწარ თქვი მადლობა იმისათვის, რაც უკვე შენია.

შენს გულში არსებული ჭეშმარიტი სურვილი რაიმე კარგისა იმის დასტურია, რომ ღმერთი წინასწარ გიჩვენებს იმას, რაც შენია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჭეშმარიტი სურვილი, რომელიც ნამდვილად გაქვს გულში, სურვილი იმისა, რის კეთებაც გინდა; სურვილი სხვების დახმარებისა, პიროვნული ზრდისა, ფულის შოვნისა, ეს სურვილი დასტურია ღმერთისა, რომელიც გიჩვენებს იმას, რაც უკვე შენია.

ყველაფერი კარგი, რაც გინდა, რომ გქონდეს, შეგიძლია კიდეც გქონდეს. სწორედ ამიტომ, თქვი, რომ ეს რაღაც უკვე შენია, იშრომე ბეჯითად, რათა მიიღო სასურველი და როდესაც მიიღებ მას, გაიხედე უკან და სხვასაც დაეხმარე წინსვლაში. თითომ თითოს მაინც ასწავლოს. მხოლოდ იმისთვის ნუ იცხოვრებთ, რომ ლუკმა-პური იშოვოთ, იცხოვრეთ იმისათვის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები გამოიწვიოთ.

ჩატვირთვა...