აშშ-ში 2 წლის სმენადაქვეითებული გოგონას გამო სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა (ვიდეო)

0 200

ამერიკის შტატ მასაჩუსეტსში, 2 წლის სმენადათქვეითებული გოგონას გამო მთელმა მისმა სამეზობლომ ჟესტების ენა ისწავლა. მშობლების თქმით, 2 წლის სამანტა სავიტსს ძალიან უყვარს ადამიანები და მათთან ჟესტების ენაზე კომუნიკაცია.

სამანტას მეზობლებმა, საკუთარი ინიციატივით, დაიქირავეს კერძო მასწავლებელი და ერთობლივად შეუდგნენ ჟესტების ენის სწავლას. მასწავლებელი, რის მაკგოვერი, აღნიშნავს, რომ ეს უბრალოდ გასაოცარია, რადგან ხშირ შემთხვევაში სმენადაქვეითებული ბავშვების მშობლებიც კი არ სწავლობენ ჟესტების ენას.

მშობლები აღნიშნავენ, რომ არც ერთ ენაში არ არსებობს სიტყვა, რომელსაც შეუძლია მათი მადლიერების გრძნობის გამოხატვა.

ჩატვირთვა...