ასი წლის ქალბატონი ღვთისგან ნაბოძები ნიჭით ემსახურება ადამიანებს

0 101

ბევრი ადამიანისთვის ასი წლის ასაკამდე მიღწევა ცხოვრების უდიდესი მიზანია, მაგრამ მათგან მრავალი ვერც კი იფიქრებს იმაზე, რომ რამის კეთებას შეძლებს ამ ასაკში, თუნდაც წილად ხვდეთ ეს ბედნიერება და მიაღწიონ ას წელს.

ასე არ არის ევა ბოსენბერგერის შემთხვევაში. ასი წლის ქალბატონი გულმოდგინედ შრომობს ყოველდღიურად. მზის ამოსვლამდე დგება და პატარა გოგონების კაბებს კერავს პროექტისათვის „სამარიტელის ქისა“. ამ მსახურებაში ჩართული ადამიანები ფეხსაცმლის ყუთებში ალაგებენ იმ ნივთებსა თუ სამოსს, რაც საჭიროა ბავშვისათვის.

თავიდან ევას სხვების დახმარების სურვილი გაუჩნდა, შემდეგ კი ეს სურვილი მის ცხოვრებისეულ საქმედ იქცა. ქალბატონი ევა ამბობს, რომ თავიდან მას მთელი დღე სჭირდებოდა ერთი კაბის შესაკერად, ახლა უკვე დღეში სამი კაბის შეკერვა შეუძლია. ევა უდიდესი კურთხევაა გოგონების მსახურებისთვის.

„მე მიყვარს ეს საქმე. ღმერთმა მომცა ხელები ართრიტის გარეშე. მე ვაკეთებ იმას, რაც უფალმა მთხოვა, რომ მეკეთებინა“, – ამბობს ის.

ჩრდილოეთ კაროლინაში მდებარე მისი სახლიდან საჩუქრები მთელი მსოფლიოს მასშტაბით იგზავნება და ამისთვის ევას სახლიდან გასვლაც კი არ სჭირდება. ის ამბობს, რომ დედისგან ნასწავლი ჭრა-კერვის უნარის წყალობით, ის ყოველთის თავად კერავდა სამოსს თავისთვის და ასევე თავისი გოგონებისათვის.

მიუხედავად იმისა, რომ კერვით ის ფულს ვერ შოულობდა, რომელიც ასე ძალიან სჭირდებოდა მას, ახალგაზრდა ქვრივს, ევას მაინც არ დაუკარგავს ამ საქმის კეთების სურვილი. ის სხვადასხვა სფეროში მუშაობდა, პოლიციელიც იყო, მოლარეც, მაგრამ შემდეგ მაინც ისევ კერვას უბრუნდებოდა.

ახლა ევა გრძნობს, რომ სწორედ კერვისკენ მოუწოდებს ღმერთი და ხანდაზმული ასაკი ვერ იქნება გამართლება იმისა, რომ ამ საქმეს თავი დაანებოს. ევას ძალიან უხარია, რომ მას, თავისი ნიჭით, შეუძლია ემსახუროს უამრავ ბავშვს მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

წყარო

ჩატვირთვა...