ადამიანთა დაახლოება კონფლიქტურ რეგიონში „ჰუმუსის” მეშვეობით

0 150

ისრაელის ცენტრში არსებული კაფეს მფლობელი ცდილობს ადამიანთა დაახლოებას კონფლიქტურ რეგიონში „ჰუმუსის” (არაბული ტრადიციული კერძი) მეშვეობით.

„კობი თზაფრირი ებრაელ და არაბ მომხმარებლებს სთავაზობს 50%-იან ფასდაკლებას, იმ შემთხვევაში, თუ ისინი ერთ მაგიდასთან მიირთმევენ კერძს აღნიშნულ ბარსა და რესტორანში, ქფარ ვითქინის ქალაქში,” – იუწყება ალ ჯაზირა.

შეთავაზება პირველად ბიზნესმენის ფეისბუკ გვერდზე 2015 წლის 12 ოქტომბერს გამოჩნდა, თუმცა საერთაშორისო მედიის ყურადღება მხოლოდ რამდენიმე კვირაის შემდეგ მიიპყრო. ჰუფპოსტის მიერ ივრითიდან ნათარგმნი ტექსტი ასეთია:

„გაშინებენ არაბები? გაშინებენ ებრაელები? ჩვენთან არ არსებობენ არაბები! და არც ებრაელები! ჩვენთან არსებობენ მხოლოდ ადამიანები! და რეალური, მშვენიერი, არაბული, „ჰუმუსი”! და დიდებული, ებრაული, „ფალაფელი”! სპეციალური 50%-იანი ფასდაკლება ჰუმუსის კერძებზე იმ მაგიდისთვის, რომელთანაც არაბები და ებრაელები სხედან ერთად! *მოქმედებს კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით“.

ჩატვირთვა...