YouVersion ბიბლიის აპლიკაცია ახალ წელს ერთი მილიონი ახალი გამომწერით იწყებს 

0 189

YouVersion-ის ბიბლიის ცნობილი აპლიკაცია პირველი იანვრიდან მილიონზე მეტმა მომხმარებელმა გამოიწერა, რაც გასულ წელთან შედარებით 62%-ით მეტია.

YouVersion-ის ბიბლიის კითხვის გეგმა მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ყოველდღიურად წასაკითხად მიიღონ ბიბლიის მონაკვეთები როგორც ბეჭდური, ასევე აუდიო და ვიდეოსახით.

აპლიკაციის დამაარსებელი ბობ გრუნევალდი ამბობს, რომ ეს ნაწილია კომპანიის გეგმისა; მათ სურთ, რომ ღვთის სიტყვა ყველა ადამიანისათვის იყოს ხელმისაწვდომი.

„ჩვენ ბევრ დროს ვატარებთ იმაზე ფიქრში, თუ როგორ მივაღწიოთ იმას, რაც წარმოადგენს ჩვენს სურვილს, ეს კი ის გახლავთ, რომ ადამიანები მეტ დროს ატარებდნენ ბიბლიის კითხვაში. გასულ წლებში ჩვენს აპლიკაციას ვამატებდით ახალ ფუნქციებს, რათა ადამიანებს ბიბლიის ყოველდღიურად კითხვისა თუ მოსმენის ჩვევა გამომუშავებოდათ. გვიხარია იმის ხილვა, რომ ბიბლიის კითხვის გეგმის გამომწერთა რაოდენობა მუდმივად იზრდება.“ – განაცხადა ბობ გრუნევალდმა.

YouVersion-ის ბიბლიის აპლიკაცია მომხმარებლებს სთავაზობს ბიბლიის 1500-ზე მეტ ვერსიას 1200 ენაზე, აუდიოფორმატს და ბიბლიის კითხვის 1300-ზე მეტ გეგმას.

წყარო

თარგმანი: თეონა მენაბდიშვილი

რედაქტირება: მანანა ტვინიკაძე

ჩატვირთვა...