ISIS –ის დაზვერვიდან ქრისტემდე

გასულ კვირას მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა ადამიანი სახელად მუჰამედი, ისლამური სახელმწიფოს მიმდევარი და მისთვის მებრძოლი, რომელმაც საკუთარი ცხოვრება ქრისტეს მიუძღვნა.

მუჰამედი თურქეთში isis- ის მზვერავად იყო გაგზავნილი, როდესაც ის პასტორ ჰასან თომასს შეხვდა. პასტორი თომასი ქრისტიანულ მისიონერულ ალიანსში მოღვაწეობდა და იმ მომენტისთვის ის თურქეთში იმყოფებოდა. ის დაბრუნდა ბაღდადში მას შემდეგ, რაც ექსტრემისტები მისი ოჯახის ამოხოცვით იმუქრებოდნენ. თომასი შეუერთდა სხვა ლტოლვილ ქრისტიანებს და სწრაფად ჩაეყარა საფუძველი ეკლესიას, რომელიც დიდ დროს უთმობს ლტოლვილებისადმი დახმარებას და მსახურებას. მუჰამედი თავისი სადაზვერვო საქმიანობის დროს სწორედ ამ ეკლესიაში ეზიარა ქრისტეს.

” აქამდე მე ვფიქრობდი, რომ ყველა არამუსლიმი მოღალატეა და უნდა მოიკლას. მეგონა რაც მეტი სისხლი იქნებოდა ჩემს ირგვლივ, რაც მეტად ვდევნიდი “ურწმუნოებს” , მით უფრო ახლოს იქნებოდა ჩემთან ალაჰი…მაგრამ როდესაც მე ვნახე , როგორი სიყვარულით პასუხობდნენ ქრისტიანები ჩემს ფარულ სიძულვილს, როგორ მინაწილებდნენ სიყვარულს , მაშინ როდესაც არ მიცნობდნენ… მე ამან უბრალოდ შემძრა. როდესაც ისინი ჩემთვის ლოცულობდნენ, მე ვტიროდი როგორც ბავშვი და ვგრძნობდი, როგორ ტოვებდა ჩემს სხეულს აუხსნელი სიმძიმე. ამ მსახურების შემდეგ მე მქონდა შეგრძნება, რომ მიწას ფეხს არ ვაკარებდი, რომ უბრალოდ დავფრინავდი…მე აღმოვაჩინე ჭეშმაარიტი ღმერთი და შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის ის, რასაც მინდა მთელი ჩემი დარჩენილი სიცოცხლე მივუძღვნა.” – განაცხადა მუჰამედმა christiantoday. com – თან საუბრისას.

წყარო: http://www.christianheadlines.com

ჩატვირთვა...