ISIS-ის ბოევიკებმა 29 ქრისტიანი მძევალი გაათავისუფლეს

ჩრდილოეთ სირიაში არსებული ISIS-ის სასამართლომ გაათავისუფლა 29 სირიელი ქრისტიანი მძევალი იმ ორასზე მეტი მძევლიდან, რომლებიც ექსტრემისტული დაჯგუფების მიერ არიან დატყვევებულნი. ამის შესახებ იტყობინება CNN და AINA და ინფორმაციის წყაროდ ასახელებს სირიის გენერალს.

„სირიის ობსერვატორია“ აზუსტებს, რომ სხვა სირიელ მძევალთა ბედი ჯერ კიდევ არ გადაწყვეტილა ISIS-ის შარიათის სასამართლოს მიერ.

23 თებერვალს, სირიის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქ თალ-თამერის რაიონში, პროვინცია ჰასეკში სოფლებზე განხორციელებული თავდასხმისას ბოევიკებმა, სულ მცირე, 220 სირიელი შეიპყრეს. ყველა მათგანი ქრისტიანია.

„სირიის ობსერვატორიის“ ინფორმაციით ISIS-ის ბოევიკებს მძევლები აბდელაზიზის მთის რაიონში ჰყავთ თალ-თამერის სამხრეთ-დასავლეთით.

„სირიის უფლებადამცველი ქსელის“ დამფუძნებელი უსამი ედვარდი ასახელებს მოტაცებულ სირიელთა მაქსიმალურ რიცხვს, რომელიც 262 შეადგენს. ედვარდი შვედეთში ცხოვრობს ამჟამად, მისი ოჯახი კი იმ რეგიონში იმყოფება, რომელზეც განხორციელდა თავდასხმა. ის ამტკიცებს, რომ მან ინფორმაცია მიიღო მოვლენათა ეპიცენტრიდან.

ჩატვირთვა...