ISIS-ის ბოევიკები ხოცავენ ქრისტიან მძევლებს

boevikebiISIS-ს (ერაყისა და ლევანტის ისლამური სახელმწიფო) ტერორისტები ხოცავენ ქრისტიან მძევლებს, რომლებიც მათ პროვინცია ელ-ჰასაკის სირიული დასახლებებიდან გაიტაცეს. ფონდის − „დახმარება გასაჭირში მყოფი ეკლესიებისათვის“ («Помощь Церкви в нужде») საინფორმაციო წყაროს ცნობით, მოკლულია უკვე 15 ადამიანი.

იმ კათოლიკური ორგანიზაციებისადმი გაგზავნილ წერილებში, რომლებიც დახმარებას უწევენ სირიაში მცხოვრებ დევნილ ქრისტიანებს, მათ შორის ორგანიზაციას „დახმარება გასაჭირში მყოფი ეკლესიებისათვის“, არქიმანდრიტი ემანუელ იუჰანა წერს ელ-ჰასაკიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, ISIS-ის მძევლად ჰყავს 350-ზე მეტი სირიელი ქრისტიანი.

„დაახლოებით, 15 ახალგაზრდა სირიელი მოწამეობრივი სიკვდილით მოკვდა, – წერს არქიმანდრიტი, ბევრი მათგანი იბრძოდა კიდეც საკუთარ დასახლებათა და ოჯახების დასაცავად.“

მიღებულ მონაცემთა თანახმად, სოფელ თელ-ჰორმიზდში ერთ ქალს თავი მოჰკვეთეს, ხოლო ორი მამაკაცი დახვრიტეს. რა მეთოდებით დახოცეს სხვა სირიელები, ამაზე ჯერ-ჯერობით არაფერია ცნობილი.

სოფელ თელ-შამირამში ბოევიკებმა ხელთ იგდეს მთელი დასახლება, 51 ოჯახი, რომელთაგან თითოეულში, საშუალოდ, 5 წევრი გახლდათ. სოფლის ვერც ერთმა მცხოვრებმა გაქცევა ვერ მოახერხა. „ჩვენი ინფორმაციით, თელ-შამირამში დიდია მსხვერპლის რიცხვი ადგილობრივ მცხოვრებთა შორის,“ – წერს არქიმანდრიტი იუჰანა.

25 თებერვილისათვის ელ-ჰასაკში სირიელ ლტოლვილთა 800 ოჯახი იმყოფებოდა, ქამიშლიში − 175. 26 თებერვლისთვის მშობლიური სოფლებიდან გაქცეულ ადამიანთა რაოდენობამ ათას ორასს მიაღწია.

სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთით არსებული კიდევ ერთი ანონიმური წყაროს ცნობით, 23 თებერვალს ბოევიკებმა გააუპატიურეს და მოკლეს სირიელი ქრიტიანი ქალი. გარდა ამისა, დაწვეს ეკლესია და ქრისტიანთა სახლები.

წყარო:  http://cnlnews.tv/2015/02/27/299554

ჩატვირთვა...